ეგ ლუდები მარკეტინგის მსხვერპლი გახდნენ
თვითონ დანიელებიც გულდაწყვეტით აღნიშნავენ ამას
ჯერ კიდევ 15 წლის წინ საკმაოდ კარგი იყო ორივე
"რომ ჩაცლიდი და გემრიელად ამოაბოყინებდი"
მაგრამ ახალმა ბაზარმა თავისი გაიტანა
საჭიროა ახალგაზრდა, ფასტ ფუდებზე და კოკა კოლაზე გაზრდილი თაობის დაპყრობა
გემო გაუნეიტრალეს, მოტკბო გახადეს, ესე იგი წახნაგები მოუმრგვალეს
გამოვიდა ჰაინეკენივით, ფართომოხმარების უშინაარსო ლუდი, ამას მიამატე რეკლამა და "საქმე გაკეთებულია"
მაგრამ ნამდვილი ლუდის მოყვარულები წაგებულში დარჩნენ

თვით დანიაში კი ბევრი წვრილი ლუდსახარშია, რომლებიც ადგილობრივი ბაზრისთვის არცთუ ურიგო პროდუქციას უშვებენ
მაინც ლუდის ტრადიციული ქვეყანაა და
დანია ასევე ამარაგებს მაღალალკოჰოლური ლუდებით გერმანიის ბაზარს, სადაც ეს ტრადიცია არ არსებობდა
გერმანიაში ყველგან შეხვდებით ამ ლუდს მაგალითად

ან ამას

ეს უკანასკნელი მეც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ შენარჩუნებული აქვს ძველი კარლსბერგის გემო
This post has been edited by Golfer on 25 May 2012, 16:18