ეგ ძველია, ახალს ვერ მივუსწარი გადასაღებად. თუმცა ვიხალისე -იუბილარი თურმე თავგადაკლული იცავდა ტორტს დაჭრისაგან
orchidea
სამეფო გლაზური რომელია რეცეპტი სეგიძლია დამიწერო?
უადვილესი რამეა.
ტორტის მოსართავი ნორმა: 2 კვერცხის ცილა, 450 გრ შაქრის პუდრა და ცოტა ლიმონის წვენი.
მე ამდენს არ ვაკეთებ: 1 კვერცხის ცილის ნახევარს ჩანგლით ვთქვეფ თეთრი ბუშტუკების გაჩენამდე, ვამატებ რამოდენიმე წვეთ ლიმონის წვენს, ვანილს ან რომელიმე არომატიზატორს და პორციებად შაქარს. უნდა მიიღო ბლინის ცომის კონსისტენციის მასა, კორნეტიდან იოლად რომ გადმოვიდეს და ზოლების გავლება შეძლო. ზეთწასმულ კალკაზე დახატავ ფიგურებს და გააშრობ.
volli35
Felisaმე მჭირდება ტორტზე გადასაკრავად. ანუ მარციპანი უნდა გამოვიყენო, ხო? და მარციპანით რომ გავაკეთო მარტივი თუნდაც ყვავილის ფიგურა არ გამოდგება?
თუ ნუშის გემო გიყვართ, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ მე მაინც შაქრის მასტიკას გირჩევდი. გადასაკრავადაც კარგია და ფიგურებიც ამითი უკეთესი გამოდის. თუ არ დავაგვიანე, მომწერე დაახლოებით როგორი ტორტის გაკეთება გინდა და გირჩევ რამე ეფექტურს და იოლად გასაკეთებელს.
_sofa_
კვერცხის ცილით, რომ კეთდება და გაფერადებით მარტო საღებავს უსმევ ფუნჯით პირდაპირ კრემზე?
კი, რეცეპტი დავწერე აქვე. სურათი რაც მიდევს ეგ მასტიკაზე ნემსით დახატულია, ფერები კი ფუნჯით წავუსვი. მეორე შემთხვევაში კრემს დავადე ზემოდან იგივე ნახატის გლაზურით გაკეთებული კონტურები და ისევე ფუნჯით შევღებე. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ კრემის ასე შეღებვა ძალიან რთულია. მე ცაიტნოტის მდგომარეობა მქონდა.

თქვენ თუ გადაწყვეტთ ასე მოხატვას, გირჩევთ კრემზე თეთრი შოკოლადის სარკალი გადაუსვათ, გაცილებით იოლია.
tavadze
მე მეგონა, ჩვენებურზე ამბობდი. მოიკითხე ისინი, როცა ნახავ.
აუცილებლად მოგიკითხავ, ოღონდ ჩვენ უკვე სკოლაში დავდივართ და ნათლიას "მიღების დღე" შაბათ-კვირას გადავიტანეთ