ახლა მინდა ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ ნიუ-იორკში მდებარე პატარა ქართულ რესტორანზე, რომელსაც ჰქონდა საოცარად დადებითი გამოხმაურებები პრესაში. ფორუმზეც კი გაუხსნეს თემა, მახსოვს.
Cheeseboat_
https://cheeseboatbk.com ინტერიერი, სერვირება : ტიპიურ თბილისურ ჰიფსტერულ სტილში გადაწყვეტილი, მაქსიმალურად ეკონომიურად და ვითომიდეინ დეტალებზე გამახვილებული ყურადღება, მე , პირადად, არ მიზიდავს.
ჰიგიენური ნორმები : ერთი შეხედვით. და ზედაპირული დათვალიერებით, დაცული.
მომსახურება : გულისხმიერი, ზრდილობიანი, კულტურული მიმტანი.
სტუმრები : უმეტესად უცხოელები, ქართველები უმცირესობაში (განსხვავებით სხვა ქართული რესტორნებისგან, თუმცა, იქ კონცეფციაც სხვაა..) ახალგაზრდები, კულტურული ჰაბიტუსით.
არავის შევუწუხებივართ ხმაურით.
მუსიკა : სასიამოვნო, ფონად.
და ყველაზე მთავარი : სამზარეულო.
ძალიან იმედგაცრუებული წამოვედი. ამაღლებულ განწყობაზე ვიყავით, თორემ "დავერეოდით" მზარეულებს

)) დაგვეზარა გარჩევა-გამორჩევა და მიბრუნება, კი იყვნენ ღირსები.
აჭარული ხაჭაპური_ მე შევუკვეთე ცომგამოცლილი, შეგნებულად და მოვიდა მაინც უზარმაზარი ცომის მასა, ზედა მხარე კი გემრიელი იყო, მაგრამ მესამედიც ვერ შევჭამე.
კიტრი-პომიდორი ნიგვზით_ ძალიან მიყვარს და ასეთი უგემური, უსახური და უთავმოყვარეო, ცხოვრებაში არ გამისინჯავს. მგონი გაყინული და მერე გამღვალი კიტრი და პომიდორი დაჭრეს უგულოდ და მოაყარეს დანარჩენი ინგრედიენტები.
ნაპოლეონი_ ასევე ყველაზე უგემური ნაპოლეონი ჩემს ცხოვრებაში. ფირფიტები თითქოს წყალზე მოამზადეს, "გაფშეკილი" რაღაც და კრემი ხო საერთოდ, ალბათ ყველაზე იაფი მარგარინით...
ღვინო ვარგოდა მარტო. ან 58 $ რომ გადავიხადეთ ბოთლში, ფსიქოლოგიური მომენტია

)) არც ვიცი, საქართველოდან არ მახსოვს, ქვევრის საფერავიაო.
დასკვნა : მე მეორედ აქ წამსვლელი არ ვარ.
ძაან ტეხავს, უცხოელს ასე სამარცხვინოდ რომ აწოდებ ქართულ სამზარეულოს, ქართველი კიდე , თუ ოდნავ გემოს არჩევს და დებილი არაა, მანდ მეორედ არ წავა.
