ძალიან იმედგაცრუებული ვარ...
HB-ში დავდივარ ხოლმე როცა კარგი ლუდი მომინდება და გუშინდელმა ინციდენტმა ამიცრუა გული...
მოკლედ საჭმელებიდან შევუკვეთეთ საფირმო მენიუ (სამეფო კარის ნადიმი), დანარჩენი ლუდი ავიღეთ...
და ბოლოს ანგარიში რომ მოვიდა, გადავიხადეთ და ერთი ძმაკაცი მყავს, სულ იხედება ხოლმე სიაში და ჩაიხედა და ხედავს რომ ანგარიშს მიმატებული აქვს პური, საწებელი, ტყემალი...
კი მოიტანეს ამ საფორმო მენიუსთან ერთად, მაგრამ ეგ წესით მენიუში უნდა შედიოდეს...
კანჭთან ერთად სოუსები რო  მოდის ის როდის იყო ცალკე იანგარიშებოდა...
ან პური...
ყველგან, როცა უკვეთავ რამეს, წინასწარ გეკითხებიან გინდა თუ არა პური, სოუსი/საწებელი და ა.შ...
ესე შემოტენვა არასწორი საქციელია...
ან იქნება არ მინდა მე კანჭთან მწვანე ტყემალი და კეტჩუპი მინდა, რატო მტენი...
ან პური რო მოგაქვს, მკითხე, იქნებ მარტო ბრეტცელები მინდა... რად მინდა კანჭთან ლავაში პური, რომლისთვისაც პირი არავის დაუდია...
მოვიდა მენეჯერი და გვეუბნება - ხო შეჭამეთო ის საწებელი და პურიო, ტყუილად ხო არ წერია ანგარიშშიო...
ეგეთი მენეჯერი როგორ უნდა გყავდეს ასეთ ადგილას...
ლუდიც ანგარიშში 18 კათხა (1ლ) და 3 კათხა (0.5ლ) ეწერა...
ნამდვილად არ დაგვითვლია, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ზედმეტია..
მეეჭვება 5-ს 18 ლ დაგველია...
(ამ ამბის მერე, როცა ეჭვის თვალით უყურებ, თორემ დაგვილევია კიდეც)
მოკლედ ძალიან დიდი მინუსი HB-ს, რომელიც ძალიან მომწონდა აქამდე...
არც მომსვლია თავში რომ გადამემოწმებინა რამეს ხო არ ტენიან კლიენტს, ისე როგორც მირზაანში მაგალითად...
ცოტა მაღალი დონე მეგონა...
ხო, კიდე ერთი რამ...
HB-ში იყვნენ ვინსტონის პრომო გოგონები თუ სეილები თუ ვინც იყვნენ...
ხო და 3 კოლოფ სიგარეტზე იყო პორტატული დამტენი და ერთზე ფლეშკა...
ხო და ვკითხეთ რა ღირსო და 3.5 ლარიო...
და ავიღეთ 8 კოლოფი სიგარეტი, ორი დამტენის და ორი ფლეშკის...
და ფასს ანგარიშთან ერთად მოგტანთო...
ხო და მოდის ბოლოს ანგარიში და ამ სიგარეტზე 3.5 ლარის ნაცვლად 3.9 ლარი წერია და პლუს მომსახურების 10% აქვს დამატებული...\\
მენეჯერი ამბობს ალბათ იმათ მოგატყუეს, ჩემი რა ბრალიაო...
შე კაი დედმამიშვილო 

 თუ არაფერ შუაში ხარ შენ და იხსნი პასუხისმგებლონას, მომსახურების 10%-ს რატო ამატებ, ეგ ხო შენ ჯიბეში მიდის...
მოკლედ კიდე ერთი ქართული კვების ობიექტის ..........
საქართველოში ბიზნესი ღორობასთან და არაკეთილსინდისიერებასთან ასოცირდება... 
This post has been edited by Frankens†ein on 22 Nov 2014, 14:46  Mens sana in corpore sano...