რაც შეეხება ზემოხსენებულ დრესკოდს, ქალებისთვის მოქმედებს უმკაცრესი წესები (რა ვქნა, ყველგან ზედმეტი ხართ ეს ქალები, რა ჩემი ბრალია

):
1): სასტიკად იკრძალება:
ა). მინი-იუბკით და მაღალქუსლიანით წამოსვლა, რადგან ადვილი შესაძლებელია, იმ კორკოპილა ქუსლებმა ფეხის ერთი გადაბრუნებით ქარაფში გადაგიძახოთ.
ბ). მაკიაჟი და ფერ-უმარილი, განსაკუთრებით - დილით, რადგან ეს შატილიდან წამოსვლას დააგვიანებს.
გ), ხატის ტერიტორიაზე ქალების შესვლა, რადგან ეს გამოიწვევს ჭექა-ქუხილს, დელგმას, რეზღმას, ქარს, გურგულას და ხოშკაკალს (რადიო105).
დ). მამაკაცთა უნებართვოდ სოფლის ტერიტორიაზე ტანტალი, რადგან ადვილი შესაძლებელია, გახდეთ ჯარეგოელი ქისტების, ითუნ-ყალელი ჩეჩნების, არხოტელი ხევსურების ან სულაც ადგილობრივების მსხვერპლი.
ე). სიიდან ამოწერა - თან ეს იკრძალება ყველაზე სასტიკად.
პ.ს. აქ ყველგან სიცილის სმაილაკები კი დავსვი, მაგრამ სინამდვილეში, მკაცრად მოვითხოვ ამ პუნქტების დაცვას.
2). აუცილებელი რჩევები:
ა). ჩაიცვით რაც შეიძლება მსუბუქად, სპორტულად - ფეხზეც და ტანზეც, ბილიკებზე, კოშკებში და განსაკუთრებით - მუცოს ციხესა და არდოტში ასვლა რომ გაგიადვილდეთ.
ბ). თან იქონიეთ ერთი ხელი თბილისი სამოსი, საწვიმარი და წყალგამძლე ფეხსაცმელი - ყოველი სემთხვევისათვის, თორემ წყალში გატოპვა და ამგვარი ექსტრემალური არაფერი გვიწევს. უბრალოდ, ვაიდა იწვიმოს. მე მაგალითად, მომაქვს ერთი თხელი პულოვერი, ერთიც სქელი გრძელსახელოებიანი მაისურა და ფეხსაცმელი გამოსაცვლელად.
გ). ყავა (ოღონდ ჩვეულებივი და არა ბრაზილიური), შაქარი, სარეცხი ჟელე ჭურჭლისთვის, საარყე ჭიქები, სალაშქრო ჩაიდანი წყალის ასადურებლად მე მომაქვს, მაგრამ ჩაის, შქარს და ჯეზვეს სტილის რამე ჭურჭელს ცეცხლზე დასადგმელად და საარყე ჭიქებს კიდევ თუ წამოიღებთ, არ იქნება ურიგო.
დ). თემას საღამოს გადახედეთ აუცილებლად - საღამოს ისევ დავრეკავ შატილში და ზუსტად გავიგებ ამინდს. ეს დაგეხმარებათ წამოსაღები ნივტების უკეთ დაგეგმვაში.
ე). თან იქონიეთ ცოტ-ცოტა სასმელი - აუცილებლად!
ვ). საღამომდე არ ვიქნები კომპთან და სადმე ფირალად გასული არ გეგონოთ.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".