სიომგას და ორაგულს კი ვარჩევ ვიზუალურად, მაგრამ რუსულად ვუსმენდი რეცეფტს და სხვანაირად რომ მომხვდა ყურში ეს სიტყვა შევვეჭვდი სხვა თევზის სახეობა ხომ არაფერია მეთქი....
hirondelle
როგორ არჩევთ
ერთი და იგივეა და
prognosis pessima
ჩაგერევით
ЛОСОСИНА არის მაგ თევზის, лосось -ის ხორცი. ანუ ის,რაც საკვებში მოიხმარება.
ისევე როგორც, სვინინა არის ღორის ხორცი.
_sofa_
ორაგულისებრთა ოჯახი ბევრი სახის თევზს მოიცავს: ორაგულისებრნი (Salmonidae), თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. ოჯახში 9 გვარია: ორაგული (კეთილშობილი ორაგული), წყნაროკეანური ორაგული, გოჭალა, ტაიმენი, ლენოკი, პალია, ოხრიდული ორაგული, თევზთეთრა და სიგი; ამ გვარებიდან 7 ბინადრობს ყოფილ სსრკ წყლებში. წყნაროკეანური (შორეული აღმოსავლეთის) ორაგულის (Oncorhyncehus) გვარში 7 (ან 8) სახეობიდან ყოფილ სსრკ-ში 6 სახეობა გვხვდება:ჩავიჩა, ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, ნერკა და სიმა. ბინადრობენ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში და მის მომიჯნავე ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის უბანში; ოხრიდული ორაგულის (Salmothymus) 2 სახეობიდან Salmothymus ochridans ბინადრობს ოხრიდის ტბაში, Salmothymus obtusirostris — დალმაციის ტბებში. ასე რომ აქედან რომელზედაც არ უნდა გითხრან ორაგულიაო მართლები იქნებია, ამის წინ იყო აქ საუბარი ვაგზალზე რას აღარ ყიდიან და ასაღებენ ორაგულად, მე თვითონაც ორაგული მინდათქო ვეუბნები და კეტას მაძლევენ, გინდა თუ არა ორაგულიაო, გავბრაზდი მაგრამ ჩემი ბრალი იყო იმას რას ვერჩოდი...... არის ნორვეგიული ორაგული, უფრო სწორად სიომგა, რომელსაც აქვს მოწითალო ფერის ხორცი და ზომითაც უფრო დიდია ვიდრე ორაგული....
შენ წარმოიდგინე კალმახიც ორაგულია, ოღონდ ზღვაში მცხოვრები, თუ მდინარის არის ის უკვე კალმახად იწოდება და არა ორაგულად. და რა ვიცი კიდევ გავაგრძელო? სურათსაც დავურთავ სიომგისას, ამ ზომის ორაგული, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მე პირადად არ შემხვედრია და სახელწოდებითაც ასე აწერია ყველგან....

prognosis pessima
ЛОСОСИНА არის მაგ თევზის, лосось -ის ხორცი. ანუ ის,რაც საკვებში მოიხმარება.
ხოოო ეგ შეიძლება მართლა მასე იყოს.......
hirondelle
QUOTE
არის ნორვეგიული ორაგული, უფრო სწორად სიომგა, რომელსაც აქვს მოწითალო ფერის ხორცი და ზომითაც უფრო დიდია ვიდრე ორაგული....
აი ეგ არის სწორედ ორაგული, ანუ ატლანტის აუზის,რომელიც ჩვენთანაც არის
რასაც ინგლისურად სალმონს, ფრანგულად სომონს და რუსულად სიომგას ეძახიან არის სწორედ კლასიკური ორაგული
დანარჩენი კეტა და აშ. ჩვენთვის ადრე უცნობი წყნარი ოკეანის და სხვაადგილებში გავრცელებული ქვესახეობებია
სამწუხაროდ რუსულის და რუსეთის გავლენით ბევრი რამ არის საქართველოში ჯერ კიდევ დამახინჯებული და გამოსასწორებელი
არ უნდა ხმარობდნენ ქართველები ამ სიტყვას და სხვებს, რომლებსაც ქართული შესატყვისები გააჩნიათ
მაგრამ თქვენ არაფერ შუაში ხართ ამ შემთხვევაში
* * *
შევასრულე ბრძანება, მაგრამ მოგვეშველოს იქნება ვინმე,
ლექსიკონში სიომგას -сьомга მითარგმნის და ორაგულს лосось....რუსებზე ვიღამ მოახდინა გავლენა, ერთი და იგივე რომ იყოს სხვადასხვანაირად გადათარგმნიდა?
მე არც ენების მცოდნე არა ვარ და არც თევზების ოჯახის და გვარის კვლევით ვარ დაკავებული, მაგრამ ინტერნეტში ასეა რაც მოვიძიე და მეც ასე ვიცოდი სიმართლე რომ გითხრა.....