არ ჩამომითვალო უყურადღებობაში,ვერ მოვიცალე,ღამის თევებმა საერთოდ მომიღო ბოლო
რეცეპტი ბანანის ტორწიკის

ყალიბი 26 სმ.დიამეტრის
2 ცალი კვერცხი
115გრ.კარაქი
200გრ.შაქარი
0,5 ჭიქა კეფირი ან რძე+1 ს.კ.ლიმონის წვენი და გააჩერე 10 წუთით
0,5 ჩ.კ.სოდა
1/4 ჩ.კ.გამაფხვიერებელი
ცოტა მარილი
195გრ.ფქვილი
ბანანის პიურე 150მლ.(ჩანგლით კარგად დაზილე ბანანი) დაახლოებით 2 პატარა ბანანი
მომზადება:
კარაქი+შაქარი კარგად გათქვიფე და მერე სათითაოდ კვერცხი შეათქვიფე.
ფქვილი+გამაფხვიერებელი+სოდა და მარილი აურიე ერთმანეთში და კვერცხის მასაში დააცერი 1/3-დი მერე ნახევარი პორცია კეფირი და ასე დაასრულე ფქვილით,ყოველ ფქვილის და კეფირის დამარტებაზე კარგად ამოურიე მასას.საბოლოოდ დაამატე ბანანის პიურე
გამოაცხე 180 გრადუსზე მინიმუმ 40 წუთი 1 საათამდე.
კრემი უხდება მოხარშული+მე მოხარშული შესქელებული რძის ფენას ვუსმევ და მერე ვადებ კრემს,ისე ნაღების მსუბუქი კრემი ძალიან მოუხდება.
წუხელ და დღეს რაც მოვამზადე:
ტორტი შოკოლადის კრემით+თხილით ჩემი შვილის მეგობრისთვის

ვანილის ტორტი ხაჭოს კრემით და ატმის ნაჭრებით


ჩემს შვილობილს შოკოლადის მეგა ტორწიკი,შოკოლადის კრემით,ვიშნიოვკათი დანამული+ალუბლებით,რათქმაუნდა შოკოლადის მინანქრით

ჩემი საყვარელი ქათმის სალათა ნიახურის ტოტებით

ხვალ აკადემიას ვხსნით და ორი ტიპის სწრაფად დამარინადებული ბოსტნეული მოვამზადე
ბადრიჯანი სატენით და ქამა სოკო


პ.ს.უნდა ცოტა მაინც დავიძინო,ხვალ დიდი სამუშაო დღე მელის...იმედი მაქვს ივენთს გარგად ჩავატარებთ(თუ არ მოვკვდი ხინკლების მოხვევით და კანაპეების კეთებით

).......