მოგესალმებით ლუდის მოყვარელებს, იმის მიუხედავად, რომ მეც თქვენსავით ლუდი მიყვარს და საკმაო ხანია ფორუმელიც ვარ, რატომღაც აქ არ შემოვსულვარ, უფრო სხა თემებს ვიყავი გაშინაურებული.
გადავათვარიელე თემის წინა ნაწილები და გვერდები და აქ იმდენი სახის ლუდი გამოგიფენიათ თავისი კომენტარებით, რომ ერთი სოლიდური ენციკლოპედია გამოვა, რომ აკინძოს კაცმა
ჩემს მოკრძალებულ აზრს გამოვთქვამ ბოლო დღეების მთავარ თემაზე, ზედაზენის ჩამოსხმულ ახალ ლუდზე. ჯერ არ გამისინჯია და მასზე პირადად ვერაფერს ვითყვი, თუმცა შარშან ზაფხულში მომიწია კიევში სტუმრობამ და ერთი კვირა ცხოვრებამ. მოკლედ ლუდების დიდი ასორტიმენტია იქაურ მაღაზიებში და ფასებიც საკმაოდ მისაღებია ჩვენთან შედარებით.
ყველაზე ძალიან გამაკვირვა ბოთლის "სტაროპრამენის" ფასმა, რომლეც გრივნებიდან-ლარებში რომ გადმოვიყვანო სადღაც 1.25 ლარი ღირდა. ჩეხური ლუდის დიდი პატივისმცემელი გახლავართ და ულაპარაკოდ ვიყიდე 3-4 ბოთლი დეგუსტაციისთვის, კომფორტულად მოვეწყვე სახლში და .... სტაროპრამენის ნაცვლად (როგორც იტყვიან) ჯორის ფსელი ყოფილა იმ ბოთლებში
საღამოს შევიარე იმ მაღაზიაში და საყვედური ვუთხარი, ეს რა ლუდია მეთქი? "რა და ჩვენთან უკრაინაში ჩამოსხმულიაო" -მიპასუხეს...
მოკლედ ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ ჩემის საზრით ამ KONIG-თან დაკავშირებითაც რაღაც მსგავი ამბავია.
ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი თავმოყვარე, თუნდაც პატარა ლუდსახარში არ გამოჩნდა საქართველოში, მომხმარებელი რომ არ მოატყუოს და ჯორის ფსელი "დიდებულ ნექტარად" არ შეასაღოს...