si maare
Ale (ელი): ზედა დუღილის საფუარებით წარმოებული ყველა სახეობის ლუდის ზოგადი სახელწოდება. ამ ტიპის ლუდების დადუღება ხდება 15-25 °C ტემპერატურებზე, საზოგადოდ, ელის ტიპის ლუდებში ალკოჰოლური შემცველობა უფრო მაღალია ვიდრე ლაგერის ტიპის ლუდებში, ისინი უფრო მუქი ფერისანი არიან, გარდა ამისა ისინი შეიძლება შეიცავდნენ სხვადასხვა ხილის (ვაშლი, ატმის, ანანასისმ ბანანის, ქლიავის და ა.შ) არომატებს და ამის გამო დაჰკრავთ ხილის გემო. ამ ტიპის ლუდების ცნობილი წარმომადგენლები არიან ინგლისური Porter, ირლანდიური Guinness.
Lager (ლაგერი): ქვედა დუღილის საფუარებით წარმოებული ყველა სახეობის ლუდის ზოგადი სახელწოდება. ფერმენტაცია იწყება +7 -12 °С ტემპერატურაზე, შემდგომ ის ყოვნდება (ამ დროს ის ღებულობს ნათელ ფერს და ჯერდება ნახშირმჟავათი) 1-3 კვირის განმავლობაში 0 დან +4 °С ტემპერატურაზე. ლაგერის ტიპის ლუდის წარმოება დაიწყო 1840 წლიდან და დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიოში (დიდი ბრიტანეთის გარდა) დომინანტურ ლუდის ტიპს. ლაგერი უფრო ნათელი ფერის ლუდია, ელის ტიპის ლუდთან შედარებით ის სასმელად არის უფრო ნაზი, უფრო მეტად მშრალი და ნაკლებად ალკოჰოლური. ლაგერებს (განსაკუთრებით კი pale lager - მკრთალ ლაგერს) განეკუთნება თანამედროვე ლუდების უმრავლესობა: მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილი ლუდებია Pilsner Urquell და Heineken.
Lambic (თავისთავად (სპონტანურად) დადუღებადი ბელგიური ლუდი ) - დადუღება ხდება ლაგერის ტიპის ლუდის ტექნოლოგიის მსგავსად, მაგრამ მისგან განხვავებით არა კულტივირებული საფუარების საფუძველზე, არამედ ლუდის წარმოებისას ლუდის ტკბილში არსებული და ასევე ჰაერიდან გადასული მიკროორგანიზმების საფუძველზე.
ხორბლის ლუდი - ლუდი ეს ტიპი, გარდა იმისა, რომ ის დამზადებულია ძირითადად ხორბლის მარცვლეულის საფუძველზე, გამოირჩევა კიდევ იმით, რომ აქ იყენებენ ბოთლებში ლუდის საბოლოოდ დამწიფების მეთოდს. როგორც წესი ხორბლის ლუდის მიწოდება ხდება გაუფილტრავი სახით. ლუდის ამ ტიპს გერმანელები Weissbier-ს ანუ თეთ ლუდს უწოდებენ.
* * *
This post has been edited by Maybach on 5 Feb 2013, 16:36