ხილს გააჩნია + ბევრ წყალში უნდა მოიხარშოს. ნუ სწუხხარ :* არ ავნებს მასე მოხარშული.
საზამთრო ძალიან წვნიანია და ამიტომ არასასურველია, მხოლოდ მცირე რაოდენობით.
სხვა მხრივ დასაშვებია.
ალბათ იცით, რომ მაგ დაავადების დროს სითხის დღიური რაციონი არ უნდა აღემატებოდეს
500-800 მლლიტრს, ამიტომაც გასათვალისწინებელია წვნიანების რაოდენობაც :/
ხვალ მოუმზადე მაგალითად:
დილით: ჯემი ან მურაბა თეთრი პურით (ინტეგრირებული და სერი ტაბუა), თაფლიანი ჩაი 150 მლ.
ან კარაქიანი პური და 150 მლ მცენარეების ჩაი. შეიძლება კროასანიც.
სამხარი: ხაჭო სელის ზეთით და ცოტა კიტრით. სუნელები (უმარილო) შეიძლება და შეკაზმე იმით, მწიკვი მარილი.
მოეწონება, თან სასარგებლოა. თეთრი პური.
სადილი:
მოხარშული ბრინჯი (თეთრი და არა კანიანი) კარის სოუზით: ნაღბით დაამზადე ეს სოუზი, ბულგარული
და პრასი ცოტა ხანს მდურარეში მოათავსე, მერე გადაწურე, გაავლე. დაჭარი წვრილად, ტაფაში ჩაასხი ნაღები, წყალით
ოდნავ გაათხელე, შეურიე ბოსტნეული და ოდნავ წამოადუღე. დააყარე კარი ან ყვითელი ყვავილი, ქინძი ხმელი, 1
მწიკვი მარილიდა მზად არის. ბრინჯთან გარნირად გამოიყენე.
ვახშამი:
კომბოსტო ოდნავ მოწალე მდუღარე წყლით, დაასხი რომელიმე კაი ზეთი და რაიმე სანელებელი (სუფთა, უმარილო), 1
მწიკვი მარილი, ცოტა ლიმონი ჩააწურე.
უფრო მოგვიანებით კი კარაქიანი პური.
პ.ს. ხვალ დავდებ ცხრილს: "კარგია", "შეიძლება" და "ტაბუ" პროდუქტის. იმის მიხედვით კი ფანტაზიას არ ვუჩივით და
ამდენი ხალხი კი შევქმნით რეცეპტებს : )))
აბა, ღამე ნებისა და კეთილი, იმედიანი ფიქრები მინდა გისურვო.
ხვალ შეგეხმიანებით
* * *
Hableconellaაღარ გამოჩნდით, მაგრამ დაპირებულს ვასრულებ და ოფტოპიკის სახის ვათავსებ დიალიზზე მყოფი
პაციენტებისათვის შედგენილ ცხრილს. მანამდე კი მივმართავ ამ თემის მკითხველებს:
ყურადღება, მეგობრებო! ეს და ზემოთ 3 პოსტინგი არ ეხება ამ თემას ანუ კვების ტუტე-მჟავური წონასწორობის მეთოდს. ამიტომაც არ მინდა შეცდომაში შევიდეს ვინმე და ეგონოს, რომ ამ მეთოდს მიეკუთვნება ამ პოსტში განთავსებული ინფორმაცია. ეს არის მხოლოდ ფორუმელის თხოვნა და გამონაკლისის სახით ვუშვებთ თემიდან გადახვევას. მადლობა გაგებისათვის 
***************************************************
>>შტუტგარტელი ექიმების მიერ შედგენილი პროდუქტების სია (კვების მედიცინა), რომელიც უნდა გაითვალისწინონ დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა (Biesalski, Fürst, Kasper, Kluthe, Ernährungsmedizin, Thieme, Stuttgart)>>
დაშვებულია:
ნაღები , კვერცხის ცილა, კარაქი, ზეთები, ბრინჯი, სახამებელი, თეთრი ფქვილის პური, კრუასანი (კრუსო), მცენარეული ჩაი, ლიმონადი სახლში დამზადებული, თაფლი, მურაბა, შაქარი, კანფეტი.
მოზომილი რაოდენობით დაშვებულია:
კრემ ფრეში, იუგურთი, ხაჭო, ყველი,ხორცი, თევზი, მაკარონი (პასტა თეთრი ფქვილით დამზადებული), ნამცხვარი თეთრი ფქვილით და ხილის გარეშე (სასურველია მხოლოდ კვერცხის ცილით დამზადებული), კარტოფილი ზემო პოსტინგში დაწერილი მეთოდით (ვარიაციები: პიურე, გრატან ან შემწვარი),
მოცვი, ვაშლი, მსხალი, მარწყვი, ლიმონი, ჟოლო, საზამთრო, ფორთოხალი, კიტრი, ბადრიჯანი,მწვანე ლობიო, ბულგარული წიწაკა, ფოთლოვანი სალათი, პრასი, ბოლოკი, სატაცური, კომბოსტო თეთრი, ხილის ჩაი,შოკოლადი კაკაოს მცირე შემადგენლობით.
მკაცრად დაუშვებელია:
რძე (სასმელად გამოყენება), კიბორჩხლების სახეობები, ინტეგრირებული ფქვილის ნაწარმი, კანიანი ხორბლეული, კაკლეული და კალეულიანი ნაწარმი,
პომფრიტი, კარტოფილი ზემოთ აღწერილი დამუშავების გარეშე, ყველა სახის პარკოსნები, ბანანი, აფრიკოსი, კივი, ნესვი, ჩირი, ქიშმიში, მიწის თხილი, ავოკადო, ბროკოლი, ისპანახი, ცერეცო, პომიდორი, ზეთის ხილი, მარცვლეულის ღვივები, მწვანე კომბოსტო (მწვანე ფხალი), სოკო, ხილის და ბოსტნეულის წვენები, კაკაო, სუფრის მარილი.
p.s. იმედია არააკრძალული პროდუქტებით კერძების დამზადებას მშვენივრად მოახერხებთ
მთელი ამ თემის აქტიური და პასიური წევრების სახელით გისურვებთ წარმატებას , ჯანმრთელობას
თქვენც და თქვენს ახლობელსაც, რომლისთვისაც ზემო ინფორმაცია დაგჭირდათ. ვიმედოვნებ, ოდნავ მაინც
დაგეხმარეთ

პ.ს. თუ ვინმეს ექნება სურვილი რეცეპტების შედგენაში დაეხმაროს
Hableconella-ს, მისწერეთ პირადში ზემოთ დაწერილი შენიშვნის გამო - თემიდან აბსოლუტურად რადიკალური გადახვევაა და თავიდან რომ ავიცილოთ ჩვენი მეთოდით დაინტერესებულთა უნებლიე შეცდომაში შეყვანა. ძალიან მოხარული ვიქნები თუ თქვენც დაეხმარებით მას, ვიტოვებ ამის იმედს
This post has been edited by CZ88 on 17 Aug 2013, 05:31