როგორ ხართ, გოგონებო?
დაკავებული ვარ ძალიან,
აქ შემოხედვას ხანდახან ვახერხებ ხოლმე...
მომენატრეთ ყველა
იმედია იცავთ კვების ძირითად პრინციპებს და ჯანმრთელად ხართ

ახლა ისეთი პერიოდია, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული თითქმის აღარაფერია,
რაც არის ისიც გამომშრალი და ნაკლებად შეიცავს ვიტამინებს.
ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი რაციონალური კვება,
გადატანილი ზამთრის შემდეგ ორგანიზმს გამოცოცხლება და განახლება სჭირდება.
ძალიან კარგი იქნება მწვანილის ,,სმუზები", ახლა მწვანილი ბევრია და კარგი.
ნანამ უკვე დაწერა, რითი სჯობს ,,სმუზი" პირდაპირ მირთმევას:
ბლენდერი უჯრედების გარსებს ხეთქავს და ქლოროფილი უფრო ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ.
ქლოროფილის სამკურნალო ძალის შესახებ ბევრი რამაა ცნობილი.
ქლოროფილი მცენარეული სამყაროს საფუძველს წარმოადგენს, მზის ენერგიის პირველადი პროდუქტია.
ფოტოსინთეზი სწორედ ქლოროფილის მეშვეობით ხორციელდება.
მასში უდიდესი რაოდენობითაა სინათლის ენერგია. ყველა ძუძუმწოვარი ცხოველი ავადმყოფობის დროს მწვანე მცენარეს ეძებს საკვებად. ორგანიზმს წმენდს, აღადგენს, ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ამაღლებს იმუნიტეტს. ასევე ხელს უშლის სიმსივნული პროცესის განვითარებას, მძლავრი დამატუტიანებელია.
ამასთან ერთად მე მცენარეთა ,,ცოცხალ" ნაყენსაც ვიყენებ დასალევად.
ადრეც ვწერდი ამის შესახებ,
მაქვს მოზრდილი ,,ჩაის დასაყენებელი", იცით ყველამ, შუშის რომაა დგუშიანი.
მასში ვყრი ცოტ-ცოტა ხმელ მცენარეებს, ვასხამ ცივ წყალს (სასურველია გაფილტრულს), ვდგამ ფანჯრის რაფაზე, მზის სხივები რომ მოხვდეს. ვაჩერებ დილიდან საღამომდე. მერე მაცივარში ვინახავ, რადგან მალე მჟავდება.
სურვილის მიხედვით ვსვამ დილას და საღამოს.
ვარჩევ ანტიოქსიდანტ მცენარეებს.
ამჟამად მაქვს უკვდავა, წითელი სამყურა, არყის ხის კვირტები და ფოთლები, კრაზანა, დიდგულა, ფარსმანდუკი, იონჯა,
თხაწართხალა (ივან-ჩაი), დათვის კენკრა, სიმინდის ულვაში, ცაცხვის ყვავილი და სხვა...
მატებს ენერგიას და აცოცხლებს ორგანიზმს

თუ უკუჩვენებები არ გაქვთ რაიმე დაავადებების გამო, შეგიძლიათ სცადოთ.
ყველას