ალბათ გამოგრჩა, თორემ ეს უპირველეს პირობად არის მიჩნეული ამ თემაში
გაწმენდის 10 დღიან კურსში კი სულაც 14 კგ სხეულის წონაზე 1 ლ წზალია გათვალისწინებული.
Universeარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ საუკეთესო გამოვა
პ.ს. ესეც რამდენიმე ახალი რეცეპტი ანუ ცნობილი პროდუქტების სხვადასხვა ვარიაცია (ვაკოპირებ ტექსტიანად ფეისბუქიდან):
1. მწვანე ლობიოს შეჭამანდი მჭახე და წითელი პომიდვრით დაფქვილი ნუშით; წიწიბურას მაჭკატები სტაფილოთი;
გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო და ბულგარული წიწაკა: სელის ზეთის კრემი: ბროკოლის პესტო: მოცვის კრემი;
გოგრისა და ნიახურის ბოლქვების პიურე. ასევე ფერადი სალათი . იტრაპეზეთ რამდენიც გსურთ და დაიკელით წონაში ჯანმრთელად.

2. შემოდგომის სოფლური სადილი: მოშუშული ისპანახი ქინძით, ნივრითა და წიწაკით;
ბოსტნეულის პიურე (გოგრა, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი);
მოთუთქული ბულგარული წიწაკის მარინადი; სალათი; მუხუდოს კრემი. დააგემოვნეთ და იყავით ჯანმრთელები

3. ჯანმრთელი ტრაპეზი: წიწიბურა თეთრი ბადრიჯნის "თასში";
ქინძის პესტო ნუშით (*ჩემი ბოსტნის სხვა მწვანილიც ) სელის ზეთზე; მუხუდოს ფერადი შეჭამანდი.
პ.ს. იმედია მარხვის დროს მაინც გაანებივრებთ სხეულს (და სულს) ჯანმრთელი კერძებით :*

4. Vegan & Alkaline : Quinoa Tostadas with Avocado Cream Sauce

5. ოსპის სუპი ინდურად; ბოსტნეულის კატლეტები გოგრის პიურესთან;
ფოთლოვანი სალათი; ბროკოლი; ქინძის პესტო ჩემებურად;
მდოგვის სოუზი მთლიანი კაკლებით; შავი მოცხარის სოუზი.

6. ბოსტნეულის მაჭკატები - ღუმელში უცხიმოდ გამომცხვარი; მოშუშული ჭარხლისტანი;
ყვავილოვანი კომბოსტო; ყვითელი ლობიო და სალათი. ასევე მწვანე ლობიოს შეჭამანდი;
მთელკაკლიანი მდოგვი და თეთრი კრემი

7. ეს უმარტივესი გვიანი სადილი არის ელექსირი „smile“-Emoticon ვისაც წონაში დაკლება სურს და ყველა სახის ცომეულობა ამოღებულია რაციონიდან,
შეგიძლიათ ეს დაბალკალორიული და სასარგებლო კომბინაციები გამოიყენოთ>>
გოგრის პიურე მოთუშულ ბარდასა და ბულგარულთან ერთად, ასევე ახლად დამზადებული პომიდვრის სოუზი.
შეგიძლიათ იტრაპეზოთ მოწყენამდე - რაოდენობა შეუზღუდავია „smile“-Emoticon თუმცა, პურეულობაზე მეტად ყუათიანია.
მოსინჯეთ, გასინჯეთ და ჯანმრთელად გამსუბუქდით „heart“-Emoticon

8. წონაში ჯანმრთელად დაკლება შიმშილის გარეშე: იტრაპეზეთ რამდენიც გსურთ>
ბოლქვოვანი ბოსტნეულის პიურე (ნიახურის და ოხრახუშის ბოლქვები, იისფერი და ყვითელი სტაფილო);
გამომცხვარი ლობიო ბულგარულსა და ყაბაყთან ერთად;
ახლად დამზადებული პომიდვრის სოუსი სხვადასხვა მწვანილითა და ნივრით; სალათი.
9. Vegan & Alkaline: for weight loss and health „heart“-Emoticon გაწმენდისა და წონაში ჯანმრთელად დაკლების მსურველთათვის ერთ-ერთი ვარიანტი:
ბოსტნეულის ახლად დამზადებული მაჩკატები შემწვარ გოგრაზე, ასევე სალათი, ჩემეული პესტო, ბულგარულის კრემი და სელის ზეთის კრემი + ავოკადოს ნაჭრები.
არანაირი მარცვლეული, ცხელი ცხიმები და კარტოფილი. იტრაპეზეთ მოწყენამდე,
რაოდენობა შეუძღუდავია „smile“-Emoticon „heart“-Emoticon დაუმზადეთ ოჯახის წევრებს , ხელი შეუწყეთ მათ მოტივაციას „smile“-Emoticon
როდესაც მათ სახლში გემრიელად და ჯანმრთელად გამოკვებავთ, გარეთ ცუდ რამეებს აღარ შეჭამენ და ჯანმრთელობაც შეენახებათ , ასევე წონაშიც დაიკლებენ .

10. ბოსტნეულისგან დამზადებული მრავალფეროვანი კერძები სხვადასხვა სოუსებით:
ვაშლის სოუსი, პესტო ჩემებურად,მთელმარცვლიანი მდოგვი, ბადრიჯნის და პომიდორის კრემი, კრემი კვახისა და ყვითელი ყვავილისაგან.
კომბოსტოს შეჭამანდი - ბორშის მსგავსად, ოღონდ კარტოფილის და ჭარხლის გარეშე;
უცხიმოდ შემწვარი ბულგარული , ბადრიჯანი და პომიდორი (ცივად დაწურული რომელიმე ზეთი მოასხით სერვირებისას, თუ გსურთ);
ბოსტნეულის "კატლეტები" გოგრის ნაჭრების გარნირით. შიმშილის და
ნერვოზით დაავადების გარეშე წონაში დაკლების მსურველთათვის კიდევ ერთი ვარიანტი მრავალფეროვანი და ჯანმრთელი სადილისა.

პ.ს. თუ რომელიმეს რეცეპტი გაინტერესებთ (ბევრის ისედაც ცხადია, თუ როგორ დამზადდება), მოიწერეთ ნომერი და დავწერ. 4-5 კიდევ მაქვს ახლები და
ამ დღეებში დავდებ იმათაც. ვეცდები ასევე ახლო მომავალში სარჩევშიც შევიტანო და განვაახლოთ სარჩევი : )
ყველას :*