სალამი ყველას

გადმომაქვს ალბომიდან:
1.ყვავილოვანი კომბოტოს კრემსუპი სანელებლებით; გოგრის რაგუ ბრიუსელის კომბოსტო
(*თუ არ გაქვთ, სხვა სასურველი ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ) და ბულგალური წიწაკით;
კიტრის სალათი უმი ისპანახით. დააგემოვნეთ რამდენიც გსურთ, განსაკუთრებით
წონაში დაკლების მსურელებისთვის მეტად სახარბიელოა მსგავსი სადილი - ისადილეთ პურის
და სხვა ფქვილის ნაწარმის გარეშე რამდენიც გსურთ. ნამდვილად დანაყრდებით...
რეცეპტები:
ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი> 1 თავი საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ნიახურის ღერი, 2-3 საშუალო სტაფილო,
( *1 ცალი კარტოფილი შეგიძლიათ მიამატოთ, მე არ ვიყენებ, თუ კეტოზური მდგომარეობის მიღწევა მსურს).
ამ ბოსტნეულს ვასუფთავებთ, ვჭრით და ვათავსებთ ქვაბში მოსახარშად (წყალი არ უნდა ამეტებდეს ბოსტნეულს).
ვამატებთ პომიდვრის პასტას გემოვნებით. 20 წუთის შემდეგ ვამატებთ ბოსტნეულის ბულიონის ფხვნილს
(*ბიო ან სახლში დამზადებული ან რომელიმე სასურველ სანელებელს, რომელიც სუპებს უხდება )
და მარილს, ხმელი ბულგარული წიწაკის ფხვნილს ან 1 ცალ ბულგარულს. წამოდუღების შემდეგ
საჭყლეტი კოვზით ვსრისავთ ბოსტნეულს ქვაბში სასურველი სისქელის მიღებამდე, ვამატებთ ნიორს,
ვახეხავთ ცოტა ჯანჯაფილის ფესვს, ვაწურავთ ან ვათლით ნახევარ ლიმონს, ვამატებთ შავ ან წითელ წიწაკას გემოვნებით.
გაზქურიდან გადადგმის შემდეგ ვკაზმავთ ქინძით და ოხრახუშით.
http://www.kuerbis-schnitzvorlagen.de/imag...ido-kuerbis.jpg გოგრის რაგუ> 1 პატარა გოგრა ან კვახი. გავრეცხოთ, გავასუფთავოთ შიგნეული,
გავთალოთ (*თუ ბიო-წარმოშობის არის, არ უნდა გათლა , თუ ძალიან უხეში კანი არ აქვს)
და დავჭრათ პატარა კუბებად. 2 ცალი ბულგარული წიწაკა ასევე. თუ ბრიუსელის კომბოსტო გვაქვს და თან მოგვწონს,
1 პეშვი ბრიუსელის კომბოსტო. თუ არ გვაქვს ან არ მოგვწონს, მაშინ ჩაანაცვლეთ ტქვენთვის სასურველი სხვა ბოსტნეულით.
1-2 თავი ხახვი. ღრმა ტაფაში დავადნოთ ქოქოსის 1 ს/კ ქოქოსის ზეთი . ხახვი და წიწაკა მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე,
მივამატოთ კვახიც და ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ იმდენი წყალი, რომ ბოსტნეული არ დაფაროს და გავაგრძელოთ შუშვა,
სანამ გოგრა დარბილდება. მივამატოთ ცოტა პომიდვრის პასტა. ბოლოს ჩავამატოთ ბრიუსელის კომბოსტო და სანამ ისიც მოიხარშება, ვშუშოთ.
შევკაზმოთ ნივრით, წიწაკით, აჯაფსანდალის სანელებლებით და მწვანილით.

2. ტუტოვანი სადილი: გოგრის 'გულიაში' ; ბადრიჯანი ნუშის კრემში; ახლადდამზადებული მწვანე აჯიკა.
პ.ს. დააგემოვნეთ პურისა ან ფქვის სხვა ნაწარმის გარეშე. რამდენიც გსურთ, დანაყრებამდე .

პ.ს. გოგრის გულიაში მსგავსია გოგრის რაგუსი, ოღონდ უფრო წვნიანი უნდა იყოს
და კეთდება ტაფის ნაცვლად ქვაბში. ბრ. კომბოსტოს ნაცვლად კი მწვანე ლობიოა გამოყენებული.