დავწერ მთლიან რეცეპტს:
საჭირო მასალა: ბადრიჯანი, თეთრი ან მწვანე კომბოსტოს ფოთლები, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, მწარე წიწაკა,
მწვანილი (ქინძი, მაკიდო, რეჰანი, მწვანე ხახვი), პომიდორი ან პომიდვრის წვენი, ტოლმის სანელებლები, ბრინჯი (სასურველია ბასმატი), მინ. მარილი, ნიორი.
ბრინჯი გავრეცხოთ და დავადგათ მოსახარშად. პარალელურად ბადრიჯნები გამოვგულოთ და შიგთავსი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ თასში.
დავჭრათ მწარე წიწაკა, მწვანე ხახვის თავები, დახეხილი სტაფილო და ესეც მივამატოთ დაჭრილ ბადრიჯანს.
ბულგარული წიწაკაც ასევე გამოვასუფთაოდ, თავები წავაჭრათ. კომბოსტოს ფოთლები კი ცოტა ხნით მდიღარეში გავაჩეროთ დასარბილებლად. ამოვიღოთ მერე და გავაცივოთ.
როდესაც ბრინჯი თითქმის მოიხარშება, გადავწუროთ დურხშლაგში და დავამატოთ დაჭრილ ბოსტნეულს, შევკმაზოთ სანელებლებით, მარილით, მწვანილის ნაწილი ჩავაჭრათ ასევე,
ცოტა ნიორი. ავურიოთ კარგად. ცოტა რომ შეგრილდება გამოგულული ბადრიჯანი და ბულგარული დავტენოთ ამ მასით, თავები ამოვავლოთ ფქვილში.
ასევე შევახვიოთ ტოლმებად კომბოსტოს ფოთლებში.
თუჯის ან ემალის ქვაბში ჩავყაროთ აკეპილი პომიდორი და ასევე ჩავასხათ პომიდვრის სოუზი, მივცეთ სასურველი სისქე ანუ ცოტა წყალი დავამატოთ თუ სქელია
(* თუ მხოლოდ სოუსი გვაქვს, საკმარისია. თუ მხოლოდ პომიდორი, მაშინ პომიდორი კარგად დავჭყლიტოთ ან მიქსერში გავატაროთ სოუზის მისაღებად).
ჩავალაგოთ მოხვეული ტოლმები + დატენილი ბადრიჯანი და ბულგარული და დავდგათ მოსახარშად (სოუზი თითქმის უნდა ფარავდეს ბოსტნეულს).
როცა ადუღდება დავუწიოთ სიმხურვალეს. როდის იქნება მზად ამას ბრინჯის მოხარშვის ხარისხით მივხვდებით - შეამოწმეთ ბრინჯი.
ამ დროს დავნაყოთ ქინძი, რეჰანი და ნიორი ერთად. როცა ტოლმა მოიხარშება, გამოვრთოთ და ეს დანაყილი მწვანილ-ნიორი ფრთხილად სოუზს ამოვურიოთ,
მივამატოთ გემოვნებით მარილი და სხვა სასურველი სუნელები. სულ ბოლოს კი დავაჭრათ მწვანე ხახვის ფოთლები და მაკიდო (ოხრახუში),
ასევე რეჰანის სახეობა ბაზილიკი, თუ გაქვთ

წვენი შეგიძლიათ წვნიანივით კოვზით დააგემოვნოთ
* * *
პ.ს. ხარშვისას შეგიძლიათ ბოლო 4-5 წუთი დაამატოთ ქვაბში მთლიანი ბულგარულები და სოკო, მერე ამოიღებთ სოუზთან ერთად
This post has been edited by CZ88 on 5 Jul 2013, 18:03