მე კი ისევ მშობლიური გურიიდან მოგესალმებით სანახევროდ გაველურებული - ამ საღამოს სარკეში ჩახედვის შემეშინდა, წვერგაუპარსავი, თმაგაჩეჩილი... არადა, დილით სავარცხელთან ნამდვილად ვიმეგობრე, მაგრამ იმდენ ხეზე ვიბღოტიალე, რომელი თმა გამიჩერდებოდა დავარცხნილი ან რომელი მაუგლი მომედრებოდა...
არადა, კაი კია გურიაში - ცხელა, მშვენიერი ამინდია, ყველაფერი გაფოთლილ-გაყვავილებულია... მოკლედ, ლაღობს ბუნება და გულსაც უხარია. ჩემი ხერხის დამსახურებით, ხელები არ მტკივა, მაგრამ გუშინს მერე ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.
პ.ს. კომენტარებისთვის ყველას მადლობა...
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".