უნდა გავცე პასუხი ბატონ თავაძეს ბოლომდე და შემდეგ სხვებსაც.
გარეული ღორისგან , ზურგიელის/ხერხემალზე გრძივად აჭრილი რბილობი/ მწვადი გამოდის უგემრიელესი, ოღონდ ჩაფიქრებულ ნაკვრცხალზე, აუცილებლად დამჯარი უნდა იყვეს ცეცხლი.
და "პირველისგან" იწვება უმაგრესი.
არის ასეთი დასახელება, როგორიცაა "პირველი".
ეს გახლავთ ბეჭისთავის ზემო ნაწილი, ზურგის და ნეკნების ჩათვლით.
წალამზე შეუდარებელია.
ყაურმაზე გეთანხმები, არც მე არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, ცდა-ცოდნა და მონდომება არ დამიკლია.
მაგისგან ხინკალისათვის, მხოლოდ მსუქან ნაჭრებს ვიყენებ, ისიც აუცილებლად უნდა გადაერიოს საქონლისას რო ვეძახით ისეთებში.
დანარჩენი უნდა შეიბოლოს ორი ხერხით.
ერთია ცივი შებოლვა და მეორე სველი./შორს წაგვიყვანს ამ თემაზე საუბარი, ერთხელაც იქნება და სხვა თემაში დავწერ./
რაჭველების სტილში მაგარია ლორი, აქაც ძლიერ განვითარებულია ხორცის შებოლვა.
ყველაფერს თავი დავანებოთ, შებოლილი ბროკოლი და ბულგარული წიწაკა მაქვს გასინჯული, ჰო, სოკო კიდევ.
ორნაირი შესაბოლი მაქვს ერთი შეშაზეა, მეორე პროპანის გაზზე.
მოკლედ, მოვიცლი და მერე დავწერ ამის თაობაზე.
ეხლა rtuli-ს ვუპასუხოთ.
MOOSE/ცხენირემი/-სგან უმჯობესია გაკეთდეს ძეხვები და სამონადირეო სოსისები, ასევე შაშხი/JERKY/
მაგიგან არც სტეიკი არ ვარგა და მწვადი ხომ საერთოდ.
ხინკალისთვის არსოდეს არ მიკადრებია მაგ ცხოველის ხორცი, არც კუბდარისთვის.
გული მწყდება, რომ ვიკიზე თითქმის არაფერი არ გვაქს ქართულად, ვგულისხმობ ცხოველ-ფრინველ-თევზ-მცენარეთა შესახებ.
ჩანჩურებივითა ვაართ იქა.
მუსტანგის შაშხი მაქვს გასინჯული, ერთმა მოხუცმა ინდიელმა მიწილადა.
მუაგარი რამე იყო.
WOMEN IN LOVE
იხილეთ რაც ბატონ თავაძეს დავუწერე.
რაც შეეხება მონადირეს და ნადირობას, ეს ძალიან დიდი თემაა და აქ ნამდვილად არ ღირს მისი განხილვა.
უბრალო მაგალითს გეტყვით.
ვიხდი თანხას ლიცენზიაში, მგზავრობის ხარჯები ცალკე, იარაღი და ამუნიცია, აღჭურვილობა და ა.შ.
ამომიღია მიზანში, დავრწმუნებულვარ რომ მოვკლავ და დავნახვებივარ, ამიწევია ლულა და თავზე გადამიტარებია, რათა ეშინოდეს ადამიანის და მომავალში მოერიდოს.
ბევრჯერ "გამიცდენია" სეზონი, ანუ მქონდა საშუალება და არ ავიღე.
პირველ რიგში ზომიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, პლუს სწორი აღზრდაა აუცილებელი.
ჩვენს ახლანდელ საზოგადოებაში ვიცი რა შეხედულებაც აქვთ მონადირეებზე, "მკვლელებად" გვთვლიან, არადა ნამდვილად არ იციან რას ნიშნავს ნამდვილი მონადირე.
ის, პირველ რიგში, ბუნების მცველია.
პ.ს. ცოტაც და გავალ ფონს, გავაგრძელებ.
ჯერ სადა ხართ.
* * *
WOMAN IN LOVEკი, ასეა ეგ ამბავი.
კალმახიც და ორაგულიც ერთ ოჯახს ეკუთვნიან, არის სხვა სახეობებიც იგივე ოჯახში, მხოლოდ ორაგული აკეთებს ასეთ რამეს, სალმონოიდები ჰქვიათ, ანუ ორაგულისებრნი.
კვერცხისა და ქათმისა არ იყვეს, რომელი გაჩნდა პირველიო?
ასეა ორაგულის საქმეც.
მდინარიდან წავიდა მლაშე წყალში, თუ იქიდან შემოვიდა მდინარეებში?
არ არსებობა ამაზე პასუხი.
კალმახს და მისნაირებს მრავალჯერ შეუძლიათ ქვირითობა, მხოლოდ ორაგულები არიან, რომლებიც თავს სწირავენ მომავალი თაობისთვის.
ათასობით კილომეტრებს გადიან ოკეანეებში, რომ უკვე მომწიფებულები დაუბრუნდნენ თავის დაბადების ადგილს, დაჰყარონ და თავისი მომავალი თაობა სიკვდილის მერეც შეინახონ.
მაგარი ფენომენია, გადახარშული მაქვს ამ სახეობებზე, თუ რამ დაწერილა და გადაღებულა.
მგონი ჩვენს ენაზე წიგნსაც დავწერ ამ სახეობაზე, ჩემი მეგობრების დახმარებით და ერთი ძლიერი კორექტორი დამჭირდება, ჩემით უნებლიედ დამახინჯებული ქართული რომ შემისწოროს სტატიებში.
ninavia-ს, mia_nano-ს, LUTA-ს და თბილი-სი-ს უნდა ვუპასუხო აუცილებლად.
პ.ს. მგონი ვერთობით ხალხო და თუ შეგაწყინეთ თავი, დამატორმუზეთ.