www.perfectcook.org
ratatui.me
ამ საიტებზეა კარგი რეცეპტები.
თუ ლინკსაც ვერ ხსნი?
დაგიკოპირებ მაშინ ორს

ვაშლის გემრიელი პეროგი
ინგრედიენტები
200 გ გაცრილი ფქვილი
100გ მარგანინი
2 ს. კ ცივი წყალი
1 კვერცხის გული
1 კგ ვაშლი ცოტა მომჟავო
2 ს.კ ლიმნის წვენი
100 გ შაქარი
3 კვერცხი
125 გ ნაღები
მომზადების წესი
1.ფქვილი, მარგანინი, ცივი წყალი და კვერცხის გულისგან მოვზილოთ ცომი
2. ცომი ერთიანი მასა უნდა გახდეს
3. გადავახვით ცელოფანში და მაცივარში შევინახოთ 2 სთ.
4. 2 საათის შემდეგ გამოვიღოთ და გადავაბრყელოთ მრგვალ ჟარონაზე, ისე რომ გვერდებზეც ამოეწიოს ცომი... (მე ჟარონა დიდი ავიღე და ცომი გვერდებზე აღარ ავწიე, ძალიან თხელდებოდა) ჩავრთოთ ღუმელი 200 გრ.ზე
5.გავთალოთ ვაშლები, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გულები, თხელ ფირფიტებად ჩავჭრთ და ცომზე დავადოთ, ზევიდან კი ვაშლებს ფუნჯით გადავუსვათ ლიმნის წვენი. შევდგათ ცხელ ღუმელში 30-35 წთ. საშუალო სიმაღლეზე.
6. ავთქვიფოთ 3 კვერცხი და შაქარი კარგათ, ისე რომ შაქარი აღარ ეტყობოდეს.
7. დავამატოთ ნაღები და კიდევ კარგად ავთქვიფოთ....
8. გამოვიღოთ ღუმელიდან უკვე შეწითლებული ვაშლები და
9. ზევიდან მოვასხათ ეს გამზადებული მასა.
10. შევდგათ ისევ ღუმელში 20-30 წთ და გამოვაცხოთ.
როცა მზად იქნება, დავაცადოთ რომ გაცივდეს ცოტა და შემდეგ
გავჭრათ ან ამოვიღოთ ფორმიდან...
ეს წყარო:
http://www.perfectcook.org/index.php/recip...39de18392e18398ქლიავის პეროგი
ინგრედიენტები
12 ცალი დიდი ქლიავი
3ს.კ.ყავისფერი შაქარი(ან თეთრი)
5ს.კ.ლიქიორი ან 3 ს.კ.კონიაკი
ცომისთვის:
4ცალი კვერცხი
2 ჩ.ჭ.შაქარი(240მლ.ჭიქა)
330გრ.ფქვილი+2ჩ.კ.გამაფხვიერებელი
200გრ.კარაქი
200მლ.არაჟანი
ვანილი
მწიკვი მარილი
2 ლიმონის წვენი და ცედრა
ყალიბი 26სმ.დიამეტრის,კარაქ წასმული და შაქრით მოყრილი(ცოტა)...მე თავი დავიზღვიე და ძირზე პერგამენტის ქაღალდი ჩავუფინე.
მომზადების წესი
ქლიავები გავხლიჩოთ შუაზე, მოვაყაროთ შაქარი და მოვასხათ ლიქიორი. ასე გავაჩეროთ 1 საათამდე.
შევუდგეთ ცომის მომზადებას:
გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი, შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები 1 წუთის ინტერვალით (თან ვაგრძელებთ თქვეფას).
დავამატოთ არაჟანი,ლიმონის წვენი+ცედრა... ამოვურიოთ და დავაცრათ ფქვილი, ვანილი და მარილიც დავამატოთ.
მიღებული მასა გადავიტანოთ ყალიბში და ზემოდან,კანით ზევით დავადოთ ქლიავები (არ დავაწვეთ ცომს).
შევდგათ ღუმელში 175 გრადუსზე და გამოვაცხოთ 1 საათის განმავლობაში(შეიძლება ოდნავ მეტიც დაგჭირდეთ რადგან ჩვენი გაზი კატასტროფულად არ ვარგა

)
გამოვიღოთ ღუმლიდან, გავაცივოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა (მე ოდნავ თბილს ვაყრი). ჭრილის სანახავად დააწკაპუნეთ სათაურის თანმხლებ სურათზე
ესეც წყარო:
http://www.perfectcook.org/index.php/recip...39de18392e18398