ტორტი "ჩიტის რძე"
თამარ ლომიძის კულინარიული წიგნიდან
ინგრედიენტები:
კვერცხი-2 ცალი
რძე- 2,5 ჩ.ჭ.
თფლი - 3 სუფრის კოვზი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა + 2 ს.კ.
კარაქი - 300 გრამი
სოდა - 1 ჩ.კ.
ძმარი - 1 ს.კ.
ვანილი გემოვნებით -ცომშიც და კრემშიც...
მომზადება:
2 მთლიანი კვერცხი და 1 ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილი გავთქვიფოთ კარგად,
დავამატოთ 3 ს.კ. რძე, 3 ს.კ. თფლი, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი, სოდა ძმრით,
კარგად ავურიოთ და დავდგათ ძალიან, ძალიან დაბალ ცეცხლზე.
რომ ამოფუვდება ცომი და ფერს შეიცვლის, გადმოვდგათ
და დაახლოებით1 საათით შევდგათ მაცივარში.
მაცივრიდან რომ გამოვიღებთ, დავამატოთ კიდევ 1 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ.
გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ სამი ფირფიტა ცხიმმოსმულ ქაღალდდაფენილ ტაფაზე.
კრემის მომზადება:
2 ჩ.ჭ. რძეში გავხსნათ 2 ს.კ. ფქვილი და მოვხარშოთ ფაფა.
300 გრ. კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე,
დავამატოთ 1 ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილი
და უკვე გაციებული რძის ფაფა.
ეს ორივე ნელ-ნელა, ეტაპობრივად.
მივიღებთ ჰაეროვან კრემს...
გაციებულ პირველ და მეორე ფირფიტებზე წავუსვათ კრემი,
ზემოდან მესამეს კრემი არ უნდა, მხოლოდ შოკოლადის მინანქარს მოვასხამთ...
აი, ასე...