nat77დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი და გემრიელიც იყო

მიწერია სადღაც რეცეპტი და მოგიძებნი ამ დღეებში

მაგ მოწყობილობას კი ოჯახიდან თუ გაყიდის ვინმე ან მშრალ ხიდზე შეიძლება წააწყდე

თანამედროვე ტექნიკაში არ ვიცი თუ მოიძებნება...
* * *
ჰეჰეეე

ვიპოვე

მაშ ასე:
ვაფლის ცომი სპეციალური საცხობისთვის
ინგრედიენტები:
6 ცალი კვერცხი;
1 ჩ.ჭ. შაქარის ფხვნილი;
მარილი;
ვანილი;
2 ჩ.ჭ. ფქვილი;
ზეთი ფორმაზე მოსასმელად;
მომზადება:
მთლიანი კვერცხები და შაქარი ავთქვიფოთ კარგად,
დავუმატოთ მწიკვი მარილი და ვანილი გემოვნებით,
შევაზილოთ ფქვილი, შეიძლება 2 ჭიქა სრულად არ დასჭირდეს და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ.
უნდა მივიღოთ სქელი, არაჟნისებური ცომი.
ცხიმმოსმულ, გახურებულ ფორმაზე დავდოთ 1 სავსე ჩ.კ. ცომი
და დავახუროთ. სახელურები დავიჭიროთ, რომ ცომმა არ აიწიოს.
ძალიან მალე ცხვება, ალბათ 1-2 წუთში.
ცხელივე უნდა დავახვიოთ და მივცეთ ფორმა, იმიტომ, რომ გაციებისთანავე მაგრდება.
ცხიმი ფორმას ყოველ ჯერზე უნდა მოვუსვათ.
კრემი სურვილისამებრ
სასურველია, რომ კრემი უშუალოდ მოხმარებისას წაუსვათ, სწრაფად არბილებს.
ახლა ფორმაა საშოვნელი

და მერე გემრიელად მიირთვით