MaliNსიამოვნებით  

შოკოლადის ბისკვიტი
საჭირო მასალა:
2 ჭ. (400გრ) შაქარი
1 3/4 ჭ. (245გრ) ფქვილი
3/4 ჭ. (75გრ) კაკაო
1 1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1 1/2 ჩ.კ. სოდა
1/2 ჩ.კ. მარილი 
2 ცალი დიდი ზომის კვერცხი
1 ჭ. (240მლ) თბილი წყალი
1/2 ჭ. (120 მლ.) რძე
1/2 ჭ. (120 მლ.) ზეთი
1 შეკვრა ვანილის შაქარი ან 1 1/2ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი 
(240 მლ ჭიქაა მითითებული, მაგრამ შეიგიძლია იმ ჭიქით მოზომო რომელსაც სხვა ნამცხვრებისთვის იყენებ. ოღონდ თუ ზომაში დიდი სხვაობაა ფორმაც სხვა დასჭირდება... ან სულაც სასწორით აწონე)
მომზადება:
ჯერ ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს გაცხელება, 180 გრადუსზე
საცხობ ფორმას (23სმ 33ზე ან რა ფორმაც გაქვს მსგავსი ზომების. მე მრგვალ ფორმაში გავაკეთე დაახლოებით 25 - 28დიამეტრის ზომის) ჩავუფინოთ ქაღალდი, მოვუსვათ კარაქი (მხოლოდ ძირზე, გვერდებზე არა)
დიდი თასში ჩავყაროთ მშრალი ინგრედიენტები: შაქარი, დავაცრათ ფქვილი, დავაცრათ კაკაო, დავაყაროთ მარილი, სოდა, გამაფხვიერებელი, ვანილის შაქარი. კარგად გადავურიეთ ერთმანეთს.
მეორე თასში გავთქვიფოთ კვერცი (როგორც ერბოკვერცხისთვის, არ ავთქვიფოთ), დავასხათ რძე, ზეთი, თბილი წყალი (არა ცხელი), ვანილის ექსტრაქტი (იმ შემთხვევაში თუ ვანილის შაქარს არ ვიყენებთ). მიღებული სითხე დავასხათ მშრალ ინგრედიენტებს. კარგად გადავუროთ(ხელის სათქვეფით) რომ ყველაფერი გაიხსნას და მაშინვე ჩავასხათ მზა ფორმაში. შშევდგათ ღუმელში გამოსაცხობად 35 - 40 წთ.
ჩემს ღუმელს 50 წუთამდე სჭირდება. 
ბისკვიტის მზაობა ხის ჩხირით შეგიძლია შეამოწმო, ან ზემოდან რომ თითს დააჭერ არ უნდა დაიტკეპნოს, უკანვე უნდა ამოიწიოს
დეტალურად გამომივიდა დაწერა ანუ მე როგორი რეცეპტებიც მიყვარს 

 სხვას სულ არ სჭირდება ხოლმე ამდენი ახსნა და მაინც...