დღეს დილით, აი, რა გავაკეთე...
ბეეფსტროგანოვი - მამას მოენატრა და გავაკეთე.
აქ, ცხადია, არ მოვყვები, თუ როგორ... ეს ყველამ კარგად იცის, გარდა ჯეიმი ოლივიერისა

არა, ძალიან კარგი ბიჭია -ტვიტერზე ჩვენ The Beatles გვაერთიანებს - მაგრამ საოცრად ჯიუტი - არაფრით არ გამომიტყდა, რომ 4 პრინციპული შეცდომაა მის გახმაურებულ რეცეპტში და ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ გემოვენებაზე არ დავობენ, არამედ პირდაპირ ომს იწყებენ;
მაშასადამე, ვამზადებთ ტრადიციულად, პახლიობკინის ყაიდაზე.
ოკ.
მე გიამბობთ მხოლოდ უნიკალურ შტრიხ(ებ)ზე ამ კრეაციის

ეს გახლავთ... ნიახური

წმინდად დაკეპილი 1 საშუალო ძირი ნიახური 1,5 კილოგრამი ხორცით დამზადებულ ბეეფსტროგანოვისათვის სრულიად საკმარისია. როდის? ვიდრე არაჟნის სოუსი ადუღდება.
პირადად მე, როგორც მახსოვს, ამ საკმაზს იყენებდა რესტორან არაგვის ქართველი შეფ-მზარეული რუსეთის იმპერიის დედაქალაქში. ასე რომ, თუკი მოგეწონებათ, ყველა მადლობა - მას!
ერთი შენიშვნა: არაფრის დიდებით არ გაათხიეროთ ბეეფსტროგანოვი!

ეს ღალატის ტოლფასია! აი, ამ ფოტოზე რასაც ხედავთ, უკვე არის კრიტიკული კონსისტენცია!

ძალიან გემრიელი აღმოჩნდა - როგორც ყოველთვის, როდესაც ახლობელი გინდა გაახარო

აი, გეტყვით რა... საღამოს შინ დაბრუნებულს ბეეფსტროგანოვი აღარ დამხვდა.
რა მოხდა?
5 მამაკაცი სტუმრობდა თურმე ჩვენსას; მათგან 3 - წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი და 3... ნუ, როგორ ვთქვა, რომ არ მოვიტყუო... 19ისტი ნაღდად არა, მაგრამ, ალბათ, იქვე, ახლოს pro-OTAN...
"უიმე, რას ამბობ, სულ არ უჩხუბიათ, გიტარაზეც დაუკრეს და ექსპედიციის ამბებს ყვებოდნენო" - მითხრა დედაჩემმა.
აი, ახლა უკვე მოხდილად მიმაჩნია ჩემი ვალი ფორუმის კულინარიის ეშელონთან.
რამდენი წელია, მინდოდა, აქ რამე დამეწერა, ყველაზე გემრიელი ხალხია აქა

მაგრამ ვერ მოვახერხე და რაკიღა ახლა მცირე ხნით დავუბრუნდი ფორუმს, მოვასწრებ-მეთქი...
