Elementary, my dear Watsonგეარლ, ნუ, არ უნდა ამ კაცს ეს შენი სალტო-მორტალე ვესტერნიზებული Cooking! ნუ, არ ესმის, ხო! ნუ, არ შეუძლია!!! ნუ, ეგეთია...
და რა? გგონია, ჯასთ შენ არ გაგიღიმა ბედმა? ნო, ნო, ნო! ჩვენ ასეთნი ვართ და შენ ვერ შეცვლი ამას და თუ შეცვლი, მიიღებ ბოსტნეულს მაგიერ კაცის... ხოლო მეშჩანური სიბრძნე - "გზა ვნებისაკენ კუჭზე გადის", თუ რაღაც ასეთი - XXI საუკუნის ქალაქ თბილისში არის ფატალური ერრორ, მაი დეა იანგ ლეიდის

მაშ რა უნდა შენი ინტერესის ობიექტს?
მას სწადია სიმძაფრე - ლიტონი, სადა და მადისაღმრძველი!
აი, შენ "სთავაზობ"
მერლინს
მას კი, მენდე, ურჩევნია
სედი ნიუმან
აი, დღეს სიმძაფრე აღარაა ფერხორციანი და არც ფერადი. ყველაფერი მილიონჯერ დაატრიალა www-მ. შენი ბიჭის წარმოსახვითი მენტალობა "გაუთანაბრდა" ოქსფორდ სთრითელი ყმაწვილკაცისას

და თუკი შენ რაიმეს კიდევ ელოდები ამ ბიჭისაგან, მოუგე მის პრიმიტივიზმსა და რადიკალიზმს და თუ აღარ ელოდები არაფერს, იმარტვილე და მიართვი ლლაზანჲა' ის კი 1 საათში გავა სახლიდან და დააცხრება shawarma! და, აი, მანდ წააგე, იცოდე
გახსოვდეს, ჩემო ყმაწვილქალო, ეს შერკინებაა!
ოლ რაით, ლეთს გოუ!
წვრილად დაჭრილი ძეხვი
დაკეპილი ხახვი
ნიორი
ოხრახუში
ტომატ-პასტა
რომლისაგანაც მოამზადებ
სოუსს
შენ დაგჭრდება
წიწაკა 
- ნებისმიერი სახით. კარგი იქნებოდა პაპრიკაც (დაფქვილი ბულგარული წიწაკა).

და რას უშვრები ამ ყველაფერს?
ოკ
ძეხვს დაბალ ალზე მოთუშავ, როდესაც მისი მოცულობითი წონა დასტაბილურდება, საკმარისია, თითქმის მოხრაკავ...
დაუმატებ დაკეპილ ხახვს და როდესაც ხახვიც მზადაა, დაასხამ ტომატის სოუსს.
აჰ, სოუსი!

ელემენტარულია: 0,5 კგ ძეხვისათვის შემთხვევაში შენ დაგჭირდება 0,5 ლ. ადუღებულ წყალში 3-4 სუფრის კოვზი ტომატის "პასტის" გახსნა (აიღე აგე, ის ჯამი, ტყუილად ხომ არ გაჩუქა ელზა მამიდამ

)
დაუმატე ამ სოუსს დაკეპილი ნიორი, ქინძი და ოხრახუშის ძირები (დაკეპილ ფოთლებს მოგვიანებით მოაყრი), არ დაგავიწყდეს მანდვე
წიწაკა 
.
რა ხდება დიდ ტაფაში? ძეხვი და ხახვი მზადაა
ფრთხილად დაასხი სოუსი
იდუღოს დაბალ ალზე 5 - 8 წუთი.
მაჯის და თითების ნატიფი მოძრაობით (არ დაგავიწყდეს, უმთავრესი ინგრედიენტი - შენი ბიჭი შთაგონებული გიცქერს, მოტორიკა უპირველეს ყოვლისა!) მოაყარე დაკეპილი ოხრახუში...
არ დაგავიწყდეს მარილი, გერლ !!!
და ამას ეწოდება
გრიფათბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნუვერსიტეტის ლეგენდარული პროფესორის ინიციალებია.
და ყველა მადლობა - მას.
უნდა მოასწრო 15 წუთში
და ესაა შენი 15 minutes of fame!
This post has been edited by beatlesflacone on 19 Apr 2013, 07:00