Parabolaმე ასე ვაკეთებ და ძალიან კარგი გამოდის, როგორც ამბობენ:
ტკბილი ფლავი
ინგრედიენტები:
გრძელი ბრინჯი-1კგ.
შაქარი - 2 ჩ.ჭ.
გარგრის ჩირი - 300 გრ.
შავი ქლიავის ჩირი - 300გრ.
ქიშმიში - 300გრ.
კომში - 3-4 ცალი დიდი კომში
ზეთი - 500 გრ.
მომზადება:
წყალი უნდა აადუღო 1/2-ზე, ანუ
1 ჩ.ჭ. ბრინჯზე 2 ჩ.ჭ. ადუღებული, სულ ოდნავ მარილიანი წყალი.
ქვაბი უნდა იყოს საკმაოდ დიდი, რომ ბრინჯი თავისუფლად მოთავსდეს.
ბრინჯი გარეცხე უშუალოდ ჩაყრის წინ და დიდხანს არ რეცხო, რომ მარცვლები არ დარბილდეს.
მოკლედ, ადუღებულ წყალში ჩაყრი გარეცხილ ბრინჯს და დაახლოებით 10-15 წუთი უნდა იხარშოს,
მაგრამ, გესმის ალბათ, რომ ეს დრო პირობითია,
მე თავზე ვადგავარ და ვსინჯავ-ხოლმე. თან ვურევ, რომ არ მიიკრას.
ბრინჯის მარცვალი როგორც კი გამჭვირვალე გახდება და შიგნიდან სიმაგრე გაქრება, ხარშვა საკმარისია.
ამ დროს წყალი ისე დუღს, რომ ბრინჯი ცეკვას იწყებს

ანუ განუწყვეტლივ ამოდის ქვემოდან დუღილისას და ტრიალებს.
ამ დროს გადავიტან თუშფალანგში და გადავავლებ კარგად ბევრ ცივ წყალს.
წყალი მანამდე რამე ჭურჭლით აიღე და ჭიქით დაასხი, რადგან ონკანიდან ძნელია ყველგან მოახვედრო ბრინჯის მასას.
ამ პროცედურის შემდეგ ბრინჯს თუშფალანგითვე ვდგამ, რომ გაცივდეს და დაიწუროს.
ამასობაში ვამზადებ ჩირეულობას და ქვაბს.
გარგრის და შავი ქლიავის ჩირს, ასევე ქიშმიშს ვარჩევ, ვრეცხავ. გარგარს და ქლიავს ვჭრი არც ისე პატარა ნაჭრებად,შუაზე ან ოთხად, გააჩნია.
ასევე თხელ ნაჭრებად ვჭრი კომშს, (ვაშლიც შეიძლება).კანის გარეშე.
მე ვაკეთებ ალუმინის ფართოძირიან ქვაბში.
ქვაბს გვერდებზე წავუსვამ ზეთს და ვიწყებ გამზადებული ინგრედიენტების ქვაბში მოთავსებას.
ჩავასხამ საჭირო ზეთის ნახევარს, ჩავყრი ბრინჯს, მოვაყრი დაჭრილ ჩირეულს და კომშს, მოვაყრი შაქარს.
შემდეგ ისევ ბრინჯს, ისევ ჩირეულს და კომშს.
ბრინჯის და ჩირების რაოდენობით განსაზღვრე რამდენ ფენად გააკეთებ.შაქარიც ასევე უნდა გაანაწილო ფენების მიხედვით.
სულ ზედა ფენას მოასხამ ისევ ზეთს და ზემოდან მოაფრქვევ შაქარს ისე, რომ თხლად დაფარო ზედაპირი.
დააფარებ სველ და გაწურულ ტილო შემოხვეულ სახურავს და დადგამ ნელ ცეცხლზე, გამანაწილებელზე,
დაახლოებით საათი-საათნახევარი, ესეც პირობითია.
ზემოდან შაქარი სულ რომ დადნება, მზად არის.
გემრიელად მიირთვით
This post has been edited by nia4u on 27 Feb 2013, 14:28