gloneliბოდიში , არ მქონდა ნანახი

მოკლედ ამის ზუსტი რეცეპტი მეც არ ვიცი ანუ არსაიდან არ მომიღია, ვჭამე ბათუმის ერთ კაფეში, დავინტერესდი და ვკითხე მზარეულს
რათქმაუნდა გაიბღინძა და დიდი უარით გამომისტუმრა
ჩემი დაკვირვებით დავიწყე ცდების ჩატარება
ვიყიდე წონის ნაყინი, გავაკეთე გუნდები სწრაფად უნდა გაკეთდეს თორემ ხელშI უცებ დნება, შევდგი საყინულეში
ავქთვიფე კვერცხი ერთ ჯამდე
მეორე ჯამზე მოვათავზე დაბლენდერებული სიმინდის ბურბუშელა
მესამე ჯამზე პურის ფქვილი +ვანილი + ცოტ ჭადის ფქვილი
ამ დროს ნაყინის ბურთები გამაგრდა სათითაოდ დავიწყე ამოვლება ჯერ კვერცხში, მერე ბურბუშელაში მერე ფქვილში მერე ისევ კვერცხში და ასე რამოდენიმეჯერ. როცა ნაყინი ხვდებით რომ თბება შედებთ საყინულეში. მერე მეორე ბურთულას გავუკეთე იგივე პროცედურა
ასე გავიმეორე ჯერ 3 ჯერ და მეორეჯერ 4 ჯერ
15 წუთიანი საყინულეში საყინულეში ყოფნის შუალედებით
ბოლოს ძალიან მაგრად უნდა გაყინოთ ბურთულა რომ გაუძლოს მაღალ ტემპერატურას.
ბოო ეტაპი
ქვაბში ჩაასხავთ ზეთს ისე რომ ერთი ბურთულა რომ ჩააგდოთ დაიფაროს, აადუღებთ ზეთს და საყინულედან როგორც კი გამოიღებთ ნაყინის ბურთლას იმ წამსვე ჩადებთ ადუღებულ ზეთში
ერთ წუთში შეიფერება ამოიღებთ გადაიტანთ თეფშზე და მოასხავთ მურაბას
საეროდ მოცვის მურაბა უნდა, მე გამოვიყენე ვაშლის მურაბა.თეთრი ბალიც ძალიან მოუხდება
და აუცილებლად მოახეხეთ ნიგოზი ან მოაყარეთ
შეგიძლიათ მოასხათ გამდნარი შოკოლადი
თქვენ თვითონაც გაოცდებით სასწაული რამეა და უგემრიელესი
გარედან ცხელი ვაფლი და შიგნით გაყინული ნაყინი
პროპორციები ზუსტად არ მახსოვს ერთ კილოგრამიან ნაინზე ვიხმარე 3 კვერცხი ფქვილი თვალის ზომით
ბურბუშელა 2 შეკვრა
პ.ს. შეგიძლიათ ფქვილს შეურიოთ კაკაო
დიდი პოსტი გამომივიდა მაგრამ მემგონი დაწვრილებით და გასაგებად ავხსენი
ბათუმის მზარეულს ვაჯობე ))