ჩემს შვილს როგორ უყვარს

ცოტახნით დავიკარგე.....ერთი კვირაა ავად ვარ,შაბათს გადაღება მქონდა სალომე აშბასთან ერთად და იქ შემცივდა დამატებით

,მოკლედ მე და ვირუსი ერთმანეთს ვებრძვით,მგონი მაგან მაჯობა ,ექიმთან წავალ დღეს....
რაც შეეხება გადაცემას(2 ჩაიწერა და რავი,იმედი მაქვს ჩემი გადაგვარებული ხმა ძალიან ცუდათ არ გამოჩნდება ეკრანზე

),მოვამზადეთ სამარხვო რიზოტო ისპანახით,სოკოთი და პამიდვრის ჩირით

ძალიან მოიწონეს დეგუსტატორებმა ,მეორე იყო ქათმის რულეტები შიგნით ყველით და ტარხუნის ნაღების სოუსით+სოკო ცოტა ,ესეც ძალიან კარგი გამომივიდა
სურათი მიახლოებით ასეთი რიზოტო იყო(სხვა სურათების გადაღება ვერ მოვასწარი,მშიერი არმია მზად იყო დაეგემოვნებინა ნახელავი

)

რაც შეეხება მეორე გადაცემას სააღდგომოდ გავა და ორი ნახელავი შემოვიფარგლეთ:საგაზაფხულო ღვეზელით(ცხვრის ხორცით+ცოტა გოგრა და ხახვი დავამატე ფარსში)მოვასხით ნაღების სოუსი+ყველი პარმეჟანი...
მეორე კი ნუშის+ნიგვზის გულსართის სააღდგომო ყვავილი

...სადაც კარგად ავხსენი და ვაჩვენე მომზადების ტექნიკა....ნუ სააღდგომო კვერცხსს ტრადიციულად ყველა ღებავს წითლად,ჩვენ კრეატივს მივეძალეთ

მოკლედ ეს საგაზაფხულო ღვეზელი



ეს კი ყვავილი...სურათების გადაღება ძლივს მოვასწარი,თან ღამის 1 საათი იყო+გაციებული+აღარაფრის თავი არ მქონდა ....

ეს ტორწიკი წინა დღის მოვამზადე:
ჟოლოს მუსით

ასეთი იყო ჭრილში,ოღონდ ჟოლოს ფერებში(შეკვეთა იყო და არამაქვს ჭრილის სხვა სურათი)

ერთს ვნანობ,ფრანგი კონდიტერის მასტერ კლასებს ვერ ვესწრები

,გუშინ შუა გაკვეთილიდან წამოვედი,ძალიან ცუდათ ვგრძნობდი თავს...წავალ ექიმთან, იქნებ მოვიდე გონზე,ვერ ვიტან ავადმყოფობას!
This post has been edited by rtuli on 11 Mar 2013, 13:50