თუშეთი, შენაქო, ბერხვნე - ულამაზესი ადგილი... ალბათ, სოფლის დღეობაზეა გადაღებული. რა ჯიხვის ყანწია, ბიჭოს!
პ.ს. ეს შემწვარი თხა/თიკანი რა საშინელებაა... ჯერ ისეც არ მიყვარს თიკნიოს ხორცი - რაღაცნაირი წებვადი ხორცია და ეგ ბრონტოზავრის მსგსვსი სიმახინჯე რომ ვინმემ დამიდოს მაგიდაზე, იქ რა გამაჩერებს!
ushuaia - კაცო, იმ ფოტოს რას ერჩი რამდენიმე გვერდით წინ, დაკლულ ღორს რომ ატყავებენ? მასეთი ღორიდან ცხელ-ცხელ, ოხშივრიან და ცვრიან სუკის მწვადებს რომ ააჭრი და შეწვავ, ის ხომ კარგია, კარგად ხომ ურახუნებ ყბაში?
ბჯოოს - თქვენი შიშით ღორიც ვერ დაგვიკლავს ტრადიციების ერთგულ ქართველებს.
პ.ს. ჩემი პიკნიკი ს ფოტოები არ მოხვდეს ამ თემაში, თორემ დაისჯებით - ტიმთან დაგარეპორტებთ!
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".