ბოლოს 2005-ში ვიყავი ჩამოსული.
ისე დავამთხვიე, ფერისცვალება თენდებოდა.
აეროპორტში დიდძალი ხალხი დამხვდა, ყველა დავპატიჟე ჩემს მშობლიურ სოფელში.
გათენება იყო და მთელი "ნახალოვკა" თავის კუკიის-სვანეთის უბნით იქ იყო.
ყოველ წელს მინახავს მამაჩემი სუფთა დირბულას, ჩამოხვალ და დევების სისხლი შენიაო, ასე ვეძახით მაგ ღვინოს.
ბჯოოო, გადავეჩვიე ამ ყანწებს და ფლოს-კრამიტ-ქუსლებიან სასმისებს, არადა არც ადრე ვსვადი ეგეთი ოხრობებიდან.
მომცრო ყანწი და პატარა კულა დასაშვებია, მაგრამ ძროხის მოსაწველი "ვედრით" დალევა, ან კიდევ საფერფლეს რომ ჩააცლიან სასმისში და ისე დალევენ, მერე ადრე კვდებიან და ხალხი კითხულობს პანაშვიდებზე, რა ახალგაზრდა წავიდაო ეეე.
ზომიერებაა ყველაფერში საჭირო.
ერთ საღამოს მამას და ჩემს ძმებს ვთხოვე, ასევე დედასაც, მოეტანა ბოკალები და დაგველია ის ათლიტრიანი " ბომბა" ღვინო მოსმით, ანუ რამდენიც გადავიდოდა სიამოვნებაში.
მაინც დავცალეთ ის ათიანი, მაგრამ დილამდე ვიჯექით.
ერთმანეთს მონატრებულებმა ბევრი რამ გავიხსენეთ ჩვენი წარსულიდან.
მერე მშვიდად მივაშურეთ საძინებელს და ღამეც ტკბილად გავიდა.
პ.ს. ჩასვლის პირველ დღეს, ტვინი "მომიხნეს", დალიე-დალიეთი, მეთქი ნა X-ი.
არადა, მთვრალი ცოლსაც არ ვუნახივარ.
იმიტომ რომ ამტანი და გამტანი ვარ.