ძალიან გთხოვთ, საწყენად არ მიიღოთ, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ.
ღვინის დალევამდე, იმ ღვინოს დაყენება უნდა, სანამ ღვინო გახდება, მანამდე ყურძენი უნდა გაწურო და ერთი მისხალი წვეთი არ დააქციო.
სანამ ყურძენს მოისხავს, ვაზს მოვლა, გამრავლება და პატრონობა სჭირდება.
გადმოვაკოპირებ ერთ ჩემს "სიგნაჩას":
"ძალიან ჰგავს ქართველი კაცი და ვაზი ერთმანეთს, გაჭირვებას ეჩვევიან, მაგრამ თავის "გემოს"არ ჰკარგავენ.
იციან ორივემ, "გემოს" დაკარგვას, კაცობაც და ვაზობაც დაეკარგებათ, ამიტომაც ასე ჩახლართულები მოჰყვებიან ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში."
დიდი ხანია ვეღარ გხედავთ და არ ვცხოვრობ ჩემს სამშობლოში, მაგრამ ჩემი წილი საქართველო "ავიკიდე" და წამოვიღე თან.
მძიმე ყოფილა ეს "ტვირთი", მაგრამ მეც კაი კერკეტი კაკალი გამოვდექი.
გავამრავლე ჩვენი ვაზი უცხო მიწაზე და ვახარებთ ერთმანეთს.
თავიდან ვუწილადე რამოდენიმე ნაცნობს და ჭიქაში რომ დამიტოვეს, ძალიან გული დამწყდა.
ამათ არ ენაღვლებათ.
სხვანაირად არიან აღზრდილები, ახლა მე მკითხეთ?
2005-ში ვიყავი ჩამოსული ბოლოს.
შევიკრიბეთ ერთად ოჯახი, სამი ძმა და ლომივით მამა, დედამ და რძლებმა სანაქებო სუფრა გაგვიშალეს.
მამას ვთხოვე, მოდი ისე დავლიოთ, როგორც მე მინდა ეხლათქო.
ეგ როგორაო.
რძლებს გადავძახე, ჭიქები შეგვიცვალეთ თქვენი ჭირიმე, მოაშორეთ სუფრიდან ეს "კოქტეილის და ლუდის ბაკლები" თავის "ლახანკებიანად" და დაგვიდგით ნამდვილი ღვინის "მუცლიანი" ჭიქები, მაღალ წერწეტა ფეხებზე შემდგარ ქალის ტანს რომ ჰგავს ისეთები მოიტათ, ბევრი სალაპარაკო მომიგროვდა ძმებთან და მამასთანთქო.
იგივე რაოდენობის ღვინო გეახელით, რასაც ადრე მივირთმევდით 2 საათში, პატარა სასმისებით დილამდე შევყევით პატარა ჭიქებით და ქალიც და ბავშვიც ვახალისეთ სახლში.
დრო "გავწელეთ", ღვინის გემოც დავაფასეთ, ერთმანეთს ველაპარაკეთ, ბავშვები-ქალებიც ვამხიარულეთ და დილამდე დავდნით ერთმანეთის სიყვარულში.
განსხვავებული არა, ტაშტი კიდო.