#36354468 · 9 May 2013, 21:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | როცა ასეთი რამ გვემართება ხმას არ ვიღებთ. |
მოკლედ ჩემმა ძმამ დამირეკა ღამით 12 საათზე რომ ტორტი დამიცხვე ხვალისთვისო, ვერანაირად ვერ მოვახერხებდი, მასალა საყიდელი მქონდა და ცხობასაც ხომ დრო უნდა, უარი ვერ ვუთხარი და სხვა რა უნდა მექნა, მე-2 დღეს ახმეტელზე დავიარე მთელი ტორტის მაღაზიები და რომელიც ყველაზე ძალიან მომეწონა, და საუკეთესო იყო ჩემი აზრით, ყავის+ შოკოლადის კრემით, შიგნით მოხარშული, კარგად დანამულიო.......ასჯერ ვუთხარი გეხვეწებით არ შევრცხვე, რომელიც საუკეთესო გაქვთ ის გამატანეთ, ისეთი ადამიანისთვის მიმაქვს, თან სტუმრებთან........ მოლედ ვიყიდე და ვაი იმ ყიდვას,რომ დავჭერით სად დავმალულიყავი არ ვიცოდი, გულში რეზინივით გადაჭიმული რაღაც კრემისმაგვარი, ისეთი მშრალი გადაყლაპვა რომ ჭირდა, ბისკვიტს კვერცხის გემო...... პირველი იყო და უკანასკნელი, მე აწი ტორტს ვიყიდი კი არა სიახლოვესაც აღარ გავეკარები საკონდიტროებს...მერე მოვლენ და ჩემს დიზაინს დაიწუნებენ, სულ არ ქონოდა დიზაინი და გემო ყოფილიყო კარგი ვინ ჩიოდა.....ეხლა ერთი სული მაქვს მივიდე, ისე უნდა გამოვლანნძღო რომ არ ვიცი....... რესტორანში კიდევ სადაც ვიყავით,( ანტრეში გააკეთა სუფრა), ადრე კარგი იყო არა უშავდა, ეხლა სართოდ გემო არ ქონდა არაფერს, მადამბოვარი კეცებზე სოკო რომ შეუკვეტა იმის ყუნწებისგან იყო გაკეთებული, ერთი ცალიც არ იყო შიგ მთელი სოკო, სულგუნი რეზინივით, უგემური. პომიდორი ისე თხლად იყო მთვარისებურად დაჭრილი, სირცხვილით ხელი არავის მოუკიდებია, ან როგორ უნდა შეგეჭამა საცოდაობას სად წაუვიდოდი მერე. შქმერული არფრად არ ვარგოდა, არცერთ სალატს და მჟავეულობას გემო არ ქონდა......1300 ლარი გადაიხადა 35 კაცზე, ღვინო, ხილი ჩვენ მივიტანეთ, ხო ხილზე გამახსენდა, ჩვენ ვერ გაგირეცხავთ და დაჭრაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკიო, მოკლედ დიდი ხვეწნის მერე გავარეცხიეტ და მოვატანიეთ......მოკლედ რაა, ამ ჩემი ტორტით ისე ვიყავი გაბრაზებული, შესვლა მინდოდა ადმინისტრატორტან და ჩემმა ქმარმა დამაკავა დაანებე თავი, თუ სათქმელია ენი ძმა ეტყვისო და გადარჩნენ ასე...... ასე არავინ არაფერს ამბობს და გულაობს ხალხი, სულ არ ადარდებტ არაფერი......
|