10 ყველაზე პოპულარული ლუდი მსოფლიოში ( ყველაზე გაყიდვადი ) http://www.geobazari.com/2012/05/30/10-most-popular-beers/ Millward Brown-ის კვლევითი კოპანია ყოველწლიურად ადგენს 2012წ.
10 -Beck’s ბრენდის ღირებულება: $1.554 მილიარდი
ბრენდზე ღირებულების მატება: ↓20%
აღწერა: Beck’s Brewery ყველაზე წარმატებული გერმანული ლუდი გახლავთ. მისი წარმოება ჯერ კიდევ 1873 წელს დაიწყო, როდესაც ჰაინრიხ ბექმა, ლუდერ რუთენბერგმა და თომას მეიმ კომპანია Kaiserbrauerei Beck & May o.H.G.-ს ჩაუყარეს საფუძველი. 2002 წლამდე Beck’s-ს ბექების საგვარეულო აკონტროლებდა. 2002 წელს კი ბექებმა თავიანთი ძირძველი ლუდსახარში Interbrew-ს მიჰყიდეს 1.8 მილიარდად.
2004 წელს ბელგიური Interbrew-სა და ბრაზილიური AmBev-ის გაერთიანებამ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლუდსახარში კომპანია შექმნა – Anheuser-Busch InBev, რომელიც ამჟამად ორასამდე ბრენდს ფლობს და მათგან თოთხმეტს მილიარდ დოლარზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს.
9 - Miller Liteბრენდის ღირებულება: $2.313 მილიარდი, – 9%
ბრენდის ღირებულების მატება: ↓9%
აღწერა: მსუბუქი ლუდი თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითებია Miller Lite და Bud Light, რომლებიც ნაკლებ ალკოჰოლთან ერთად, ნაკლებ კალორიებსაც შეიცავენ. 2011 წელს ამერიკული კომპანია Miller Lite-ის საბაზრო წილი %7.2-მდე დაეცა. თუმცა, ამან კომპანიას 2012 წლისთვის უფრო აგრესიული მარკეტინგის წარმოებისკენ უბიძგა, რის შედეგსაც წლის ბოლოს ვნახავთ.
8 - Brahma ბრენდის ღირებულება: $2.359 მილიარდი + %18
ბრენდის ღირებულების მატება: ↑18%
აღწერა: Brahma ნომერ პირველი ლუდია მის სამშობლოში – ბრაზილიაში. Beck’s-ის მსგავსად იგიც Anheuser-Busch InBev-ს ეკუთვნის. Brahma ცნობილია თავისი ინოვაციური რეკლამირებით, რამაც მას სხვა ბევრ ჯილდოსთან ერთად, კანის ფესტივალის პრიზიც მოუტანა.
7 - Guinness ბრენდის ღირებულება: $4.044 მილიარდი
ბრენდის ღირებულების მატება: ↑17%
აღწერა: Guinness ნამდვილი ირლანდიური ლუდი და ჩემი ფავორიტიც გახლავთ. იგი 1759 წლიდან იწარმოება. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 850 მილიონი ლიტრი Guinness იყიდება. ეს შავი ფერის, ორნახადი ლუდი მართლაც შეუდარებელ გემოს ტოვებს პირში.
6 - Stella Artois ბრენდის ღირებულება: $4.529 მილიარდი
ბრენდის ღირებულების მატება: ↔
აღწერა: Stella Artois ბელგიური ლუდია და 1926 წლიდან იწარმოება. ჩვენი სიის უმეტესობა მონაწილეების მსგავსად, Stella Artois-იც Anheuser-Busch InBev-ს ეკუთვნის. ბრენდის უცვლელი ღირებულება ცოტათი მოულოდნელობა გახლდათ, რადგან 2012 წლის პირველ კვარტალში Stella-ს გაყიდვები 22.5 პროცენტით გაიზარდა.
5 - Skolბრენდის ღირებულება: $4.698 მილიარდი
ბრენდის ღირებულების მატება: ↑3%
აღწერა: ბრაზილიის ეკონომიკის მატებასთან ერთად, Skol-ის შემოსავლებიც იზრდება. მიუხედავად სამშობლოში Brahma-სთან პოზიციების დათმობისა, იგი Anheuser-Busch InBev-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლუდად რჩება.
4 - Corona ბრენდის ღირებულება: $5.114 მილიარდი
ბრენდის ღირებულების მატება: ↓6%
აღწერა: Corona ყველაზე პოპულარული მექსიკური ლუდია. იგი განსაკუთრებით ქალებს შორის არის პოპულარული. დიდ ქვეყნებში კორონა მწვანე ლიმონთან ერთად იყიდება, რომელიც დამატებით სასიამოვნო არომატს აძლევს სასმელს. კორონას სარეკლამო კამპანიები პლიაჟის თემაზე კი განსაკუთრებით სასიამოვნო საყურებელია.
3 - Heineken ბრენდის ღირებულება: $6.058 მილიარდი
ბრენდის ღირებულების მატება: ↓8%
აღწერა: აი, საქართველოში კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სიის დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით, Heineken-ი ყველაზე პოპულარულია. ეს ბრენდი ყველაზე ხშირად ასოცირებულია უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასა და ჰაინეკენის რაგბის თასთან. ყველაზე ძლიერ ჰოლანდიურ კომპანიას ამჟამად სხვა მონაწილეთაგან განსხვავებით, ყველაზე მეტი მოწონება აქვს Facebook-ზე.
2 - Budweiserბრენდის ღირებულება: $7.514 მილიარდი, +15%
ბრენდის ღირებულების მატება: ↑15%
აღწერა: Budweiser-ი 1876 წელს წარუდგინეს საზოგადოებას და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ლუდად რჩება. იგი 2001 წლამდე ყველაზე მეტად გაყიდვადი ლუდი იყო, თუმცა ამის შემდეგ Bud Light-მა გადაასწრო. Budweiser-ი მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს ამერიკული ფეხბურთის გათამაშებაში (Super Bowl), ასევე აქვს საკუთარი რეალითი შოუ. იგი ასევე Anheuser-Busch InBev-ის საკუთრებაა.
1- Bud light ბრენდის ღირებულება: $8.368 მილიარდი
ბრენდის რირებულების მატება: ↑17%
აღწერა: Bud Light ბევრად აღემატება სხვა ლუდის ბრენდებს ამერიკის ბაზარზე. ამერიკის ბაზარი კი ყველაზე დიდია მსოფლიოში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკელებს ძალზედ უყვართ ლუდი. მიუხედავად იმისა, რომ ლუდსახარშს ყველაზე ერთგული მომხმარებელი ჰყავს, იგი მაინც განაგრძობს ინოვაციებს. ასე მაგალითად, Bud Light Lime და Bud Light Platinum-ის საწარმოო ხაზები. ამასთან, გაგიკვირდებათ და Bud Light-იც Anheuser-Busch InBev-ს ეკუთვნის.
This post has been edited by Maybach on 17 May 2013, 13:27
ის არის ბრძენი ვინც გზას ინათებს, შეცდება, მაგრამ ეძებს სიმართლეს, და ვინც არ არის ამის მსურველი, იცავს
შეცდომას არის სულელი !!!
Hans Theodor Woldsen Storm
LIFE'S TOO SHORT TO DRINK CHEAP BEER !!!
Save Water Drink Beer !!!
"Lovely day for a GUINNESS ''