ushuaiaგაგიმარჯოოს.
თევზს მასეთ შემთხვევაში სხვანაირად ვწვავ.
უკვე დაწყნარებულ ნაკვერცხალზე, სადღაც 75% -ით დავხრი ხის ტოტზე წამოცმულ კალმახს და მერე გვერდს ვუცვლი.
ერთდროულად იწვება, იხარშება და იბოლება კიდევაც.
რაც შეეხება კუპატს…….
გათიშული ვწერ.
მეღირსება ოდესმე ჩამოსვლა და წინასწარ უნდა მოვძებნო რესტორანი, სადაც რაჭველი და მეგრელი მზარეული ეყოლებათ.
რაჭველს ლობიანს შევუკვეთავ, მეგრელს კუპატს.
თან მივიტან, ქართლში, დედაჩემის გაკეთებულ ჯონჯოლის მწნილს სამ ლიტრიანი ქილით, ასევე კახურ დედას პურებს თავის ათ ლიტრიან რქაწითელთან ერთად და მაგის მერე სიკვდილიც შეიძლება.
ოცდასამ ნაოჭზე ნაკლები არცერთს არა აქვს.
/ჩემი გაკეთებულია. ნახ-ნახევარი შველი და გარეული ღორია ფარშში, მთიულური წესით გავაკეთე./
This post has been edited by elchi on 14 May 2015, 09:20