
1) მე გირჩევ "გამოცდილი" ნაჭერი აიღო სტეიკისთვის - ქართული ხან გამოდის ხან არა ხორცზეა დამოკიდებული მაგრად
ანუ მიდი კარფურში და
ან Rib eye (საქონლის ჩალაღაჯის სტეიკი) - ბრაზილიური იყიდე
ან ბრაზილიური სქელი სუკის სტეიკის ნაჭრები
მოაყარე პილპილი და მარილი, წაუსვი ზეითუნის ზეთი
დატოვე ამ მდგომარეობაში ერთი 10-20 წუთი
დაადგი ტაფა და გააცხელე
დაამატე ქარაქი ბოლი უნდა აუშვას
გადადგი გვერძე და გააცივე - ამ დროს ეს ცხელი ცხიმი შევა ტაფაში და არ მიიწვება
მერე ისევ გააცხელე საშუალოზე ან ოდნავ უფრო მაღალ ცეცხლზე გქონდეს რო ბოლის ნაკადი იყოს არა შემაწუხებელი და ამავე დროს იყოს
თუ ოდნავ ბოლი არაა ესეიგი ცივია
დაამატე კიდევ ცხიმი და დააგდე სტეიკი (ან ორი სტეიკი)
არ შეაწუხო სტეიკი იდოს 3-4 წუთი
არ დააფარო
მერე შეხედე ფერს თუ კაია დაბრაწული და არა მოხარშული ესეიგი სწორ გზაზე ხარ

თუ არა - და მოხარშულია - მგონი სტეიკი უკვე გაფუჭდა

გადაატრიალე და იყოს მეორე მხარეზე 3 წუთი
მერე 20-20 წამი ორივე ნაპირი დადე (რამეთ დაიჭირე)
მერე ამოიღე სტეიკი ჩადე ფოლგაში
ტაპას სულ ცოტა წყალი დაასხი მოფხიკე ხის კოვზით მოურიე (ძაან ცოტა წყალი უნდა ერთი 4 სუფრის კოვზი)
და დაასხი აგ ფოლგაში მოთავსებულ ხორცს
შეახვიე ხორცი და 10 წუთი არ გახსნა
შემდეგ გადმოიღე თეფშზე და გაჭერი შუაზე
ოდნავ ვარდისფები ბევრი წვენით უნდა იყოს
უხდება ბროკოლი, ბოსტნეულები, სატაცური
არის დიეტური

ხო მართLა
თუ ხორცს გარეცხავ გაამშრალე სალფეტკებით თორე მოიხარშება
პ.ს.
ეხლა ამის წერაში მომინდა და ამოვიღე და შევამზადე ორი ნაჭერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ესაა მე რომ დავწერე ბრაზილიური სუკის კვეთის სტეიკი
ჩვენი რო ჯობია და ეკოლოგიურად სუფთაა ვიცი მაგრამ შვენი უფრო თხელებია და სტეიკამდე ვერ ქაჩავს ამიტომ ამას ვყიდულობ
This post has been edited by Kirchi on 5 Oct 2013, 14:15