უი, ბეჩა - ჩემზე ლაპარაკი?

დიდი მადლობა.
კარგი ჰქენი, აქ რომ დასწერე, მაგრამ სარჩევშიც თუ გადაიტან საგანგებო რეცეპტების თემაში, კარგი იქნება, თორემ აქ ჩაიკარგება...
ბარემ შენი საიტის მისამართიც მიაწერე აქ, ან პმ-ში მესროლე, მოცალეობის ჟამს ვესტუმრები, ასე მაინც გავიცნო ამერიკა და მისი ბუნება.
და ერთი კითხვა მაგ სანელებელთან დაკავშირებით - არაჟანის გარეშე ვერა? რას ჰმატებს ხორცს არაჟანი, ლამის ყველა სანელებელში ეგ რომ ფიგურირებს? და ვისაც ხორცეულის მეგრული აჯიკა მოეპოვება, იმასთან არაჟანის მეტი სხვა ინგრედიენტი არც იქნება საჭირო, რადგან ის ყველა ჩამოთვლილს შეიცავს.
DON PEDRO SANGRE"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".