ნება მომეცით ორიოდ სიტყვა ვთქვა ორაგულებზე,
ყველაზე მეტად მსოფლიოში გავრცელებულია ორაგულის 6 სახეობა, აქედან 5 წყნარი ოკეანის ბინადარია, ერთი ატლანტიკის ოკეანეშია.
მაქვს საშუალება და ბედნიერება, ამ ექვსიდან სამი სახეობა მოვიპოვო, მეთოთხმეტე წელია წყნარი ოკეანის სანაპიროსთან მიწევს ცხოვრება, თევზაობა ჩემი ერთერთი ჰობია, ასე რომ…..
მეოთხე, ეგრეთ წოდებული CHUM SALMON-ს, თვითონ აბორიგენებიც არ გეახლებიან, სამარხილო ძაღლების საკვებად იყენებენ, რადგან ძალიან ცხიმიანია და როგორც ყველა მლაშე წყლის თევზს, მას სხვებთან შედარებით, განსაკუთრებით მძაფრი სპეციფიური სუნი აქვს.
რაც შეეხება "სიომგას", ლათინურის გარდა მაგის კიდევ ორი დასახელება არსებობს.
ერთია ინგლისურად, მეორე ადგილობრივი ინდიელების ენაზე, ასე წარმოითქმის.
ინგლისურად "სიომგა"/რუსულია ეს სახელი/ არის "SILVER SALMON", აქაურები ინდიელების ენაზე, "COHO SALMON"./კოჰო სალმონ./
შარშან გამიმართლა და 5,2კგ-ზე მეტი წონისა დამიჯდა სპინინგზე, გადასარევი რამეები გამოვიდა იმ თევზიდან, ძირითადად შებოლილზე ვაკეთე ექსპერიმენტები.
პ.ს.ყველაზე მეტად გავრცელებულ ორაგულის სახელებს ჩამოვწერ.
KING SALMON, იგივე /CHINOOK ინდიელების ენაზე და კიდევ ერთი დასახელება აქვს ინგლისურად BLACKMOUTH/
COHO SALMON /იგივე SILVER/
PINK SALMON
CHUM SALMON-ამაზე ზემოთ მოგახსენეთ.
KOKANEE, იგივე SOCKEYE.
მეექვსე ATLANTIC SALMON-ი გახლავთ.
ჩვენც გვყავს შავი ზღვის ორაგული, რომელიც გადაშენების პირასაა.
ვფიქრობ რომ ყველაზე ლამაზია ზემოთ ჩამოთვლილებთან შედარებით.
და ისა კიდევ, ზუთხი გვყავდა ბევრი წინათ რიონში/ფაზისი/, მოსპეს ეგეც ტარტაროზებმა.