დღეს გავაკეთე ბისტროგანოვი და საახალწლო პეჩენიები
პეჩენიების რეცეპტი:
ფორთოხლის ცედრა 1 ფორთოხლის, ფორთოხლის წვენი 50 მლ, კარაქი 150 გრ, 2 კვერცხი, შაქარი 150 გრ, ვანილი, ფქვილი 500 გრ და გამაფხვიერებელი 2 ჩ.კ.
კარაქში გავხსნათ შაქარი, დავამატოთ ვანილი, მერე დავუმატოთ კვერცხი გადავურიოთ, დავუმატოთ ცედრა და ფორთოხლის წვენი, შემდეგ ფქვილი და გამაფხვიერებელი, კარგად გადავურიოთ და შევდგათ ცოტა ხნით მაცივარში. შემდეგ გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ სასურველი ფორმები. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
ამ რეცეპტით შარშანაც გავაკეთე, უბრალოდ შაქრის ფუდრა მოვაყარე, ეხლა კი გლაზურით მოვრთე (გლაზური: ლიმონის სიროფი და შაქრის პუდრით)
