ესეც შენი ტახტარი , თურქული ტექნოლოგია და ქართული უნიკალური წყალი =
კამილ იაზიჯი
ჯამური ქონება: 1,8 მილიარდდოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N692 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N12 თურქეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 82 წელი
სიმდიდრის წყარო: სასმელის წარმოება
საცხოვრებელი ადგილი: სტამბული, თურქეთი
საქართველოში იაზიჯის კომპანიის საქმიანობა ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ლუდსახარშს უკავშირდება. სააქციო საზოგადოება „ლომისი" ჯერ კიდევ 1991 წელს ჩამოყალიბდა და წლების განმავლობაში ამავე სახელწოდების ლუდს აწარმოებდა. 2005 წელს კომპანიამ ლუდსახარში `ნატახტარი" გახსნა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ქართული ბაზრის ლიდერად იქცა.
„ნატახტარი" Anadolu Group -ის თვალთახედვის არეში მალევე მოხვდა. 2008 წელს თურქულმა კომპანიამ ქართული ლუდსახარშის აქციათა 100% შეისყიდა და ამჟამად ბაზარზე „ეფეს საქართველოს" სახელით ოპერირებს.
ამჟამად „ეფეს საქართველო" ექვსი სახეობის ლუდსა და შვიდი დასახელების ლიმონათს ყიდის და, თავად კომპანიის გათვლებით, ბაზრის 60%-მდე აკონტროლებს. პარალელურად, კომპანია „ნატახტარი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის სპონსორია.
თუნჯაი ოზილჰანი
ჯამური ქონება: 1,4 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N879 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N14 თურქეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 63 წელი
სიმდიდრის წყარო: სასმელის წარმოება
საცხოვრებელი ადგილი: სტამბული, თურქეთი
მოქალაქეობა: თურქეთი
განათლება: MBA/ლონგ-აილენდის უნივერსიტეტი
ლუდის ხარშვის დიდოსტატი, რომელმაც თურქეთსა და მის სამეზობლოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდის მარკა - Efes Pilsener შესძინა. 38 წლის განმავლობაში.თავის უფროს პარტნიორ კამილ იაზიჯისთან ერთად აკონტროლებს Anadoly Group -ის ძლევამოსილ კონგლომერატს.
იაზიჯის მსგავსად, ჩართულია ავტობიზნესში (Isuzu -ს ექსპორტი თურქული ქარხნებიდან მეზობელ ქვეყნებში, Lada -სა და Kia -ს იმპორტი რუსეთიდან და კორეიდან - უკრაინასა და შუა აზიაში, და ა.შ.). პარტნიორთან ერთად მონაწილეობდა Johns HopkinsMedical School -ის ჰოსპიტლის მშენებლობაში, რომელიც 2005 წელს გაიხსნა.
ყოფილი კალათბურთელია და არასოდეს ტოვებს Efes Pilsen -ის საკალათბურთო გუნდის მატჩებს. ასევე არის კალმების უნიკალური კოლექციის მფლობელი, რომელიც უკვე 3 ათასზე მეტ ერთეულს ითვლის.
საქართველოში, პარტნიორ იაზიჯისთან ერთად, ლუდსახარშ „ნატახტარს" ფლობს. ასევე მას მიაწერენ იმ დამსახურებას, რომ „ნატახტარი" შეუფერხებლად ასპონსორებს ქართულ სპორტს.
This post has been edited by Maybach on 14 Jan 2014, 15:08