ninicoolმაგ ვიდეოში, "იმენნა" გააფუჭეს ბურვაკები.
ეგ შეწვა არ არის, მაგათ შებოლეს უმარილოდ და პილპილის გარეშე.
13 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და ამათ თუ პირში გემო ჰქონდეთ, მე ვიყო ჟირინოვსკი.
რაღაცა ბარბექიუ სოუსებს აკეთებენ, თხლიპნიან ყველაფერს.
ერთ ამბავს გავიხსენებ.
მიწევს სხვადასხვა ჯურის ხალხთან ურთიერთობა, საქმე მაქვს ასეთი.
ერთს გავუკეთეთ ძალიან დიდი პროექტი.
დამთავრებისას ძალიან კმაყოფილები იყვნენ, ჰოდა კაი მაღარიჩი ჩემზეაო.
დაახლოებით 100 კაცზე მეტი დაპატიჟა წვეულებაზე.
ქალაქ გარეთ ცხოვრობს, არც ადგილი უჭირს და არც ფული.
ახალგაზრდა წყვილია.
ერთი დიდი ბურვაკი ჰავაიური წესით შეწვეს.
ითხრება დიდი ორმო, დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმის, ლაგდება საშუალო ზომის რიყის ქვები და ზემოდან ინთება მუხის შეშა, სასურველია კოჟრიანი იყვეს.
როცა ნაკვერცხალი დაიდება, ახვევენ შეზავებულ ბურვაკს ბანანის ფოთლებში, შემოახვევენ გარშემო წვრილ "სეტკას", რათა არ გაიშალოს და მარხავენ.
5-7 საათის შემდეგ თხრიან და მოაქვთ სუფრაზე.
იმდენი ანანასი უქნეს მარინადში, ანუ რითაც შეაზავეს, ძალიან ტკბილი იყო ხორცი, ერთ ნაჭერზე მეტი ვერ გეახელი.
მეორე მასეთ მსგავს გრილზე შეწვეს, ოღონდ არ ჩამოამხეს თავსახური და სახელურით ატრიალებდნენ გაღვივებულ ნაკვერცხალზე.
მაგას კიდევ რა უშავდა.
ჩვენებური აჯიკა რომ წაესვათ, გააფრენდნენ ისეთი გამოვიდოდა.
სურათიც მაქვს გადაღებული გრილთან, მაგრამ ინეტში არ ვდებ.
მინიმუმ 3-4 ლიტრი ჩამოსასხმელი ლუდი მაქვს მირთმეული და იმ ბურვაკზე წითელი მე ვარ.