kato-kato777anano_991აქაც დავწერ,ზუსტი წყლის რაოდენობა არ მახსოვს იმ რეცეპტში რამდენი მიწერია...სამწუხაროდ ვერ გავითვალისწინე რომ პერფექტზე შეიძლებოდა ვეღარ მენახა და არ ამომიწერია

.თუმცა დავიმახსოვრე მთავარი პრინციპი...(განვმარტავ რომ:ეს ჩემი მოსაზრებაა და ინფორმაციის გადასამოწმებლად,კამათი და დავა რომ არ გამოვიწვიო მიაკითხეთ გამოცდილ კულინარებს.რომელთაც პრაქტიკულთად ერთად თეორიული ცოდნის დიდი მარაგი აქვთ.მაგალითად:ლუტა,რთული...)
ცოტა შორიდან დავიწყებ,ვფიქრობ ეს საჭიროა... სულ მაინტერესებდა როგორ მზადდებოდა პრიალა ხინკლის ცომი.ბევრი ექსპერიმენტი ვატარა,გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად...ვეძებე ინფორმაცია...ნუ მოკლედ ბევრი ბოდიალის შემდეგ ამ რეცეპტზე შევჩერდი.
მოგეხსენებათ ყველა მარცვლოვანი შეიცავს ცილებს,ეგრეთ წოდებულ გლუტენებს(წებოვანას) რაც განაპირობებს ფქვილის შეწებების ხარისხს.რაც უფრო მაღალი ხარისხის ფქვილია,მასში მით უფრო მეტია გლუტენის რაოდენობა (ანუ უფრო მეტად შეწებების უნარიანია)ხორბლის გლუტენს გლიადინა ჰქვია,(ჭვავისას სეკალინა,ქერისას გორდეინა,შვრიისას ავენინა) გლუტენი კი განაპირობებს არა მარტო შეწებების ხარისხს,არამედ ელასტიურობასაც.სწორედ გლუტენის დიდი რაოდენობის შემცველობის გამო გამოიყენება მაღალი ხარისხის ფქვილი საკონდიტრო ნაწარმში.ვინაიდან საფუარის მიერ წარმოშობილი გაზების ზემოქმედებით გლუტენი იწელება და განაპირობებს ცომის ელასტიურობას.რაც უფრო დიდხანს გადაიზილება ცომი,მით მეტაგ განვითარდება გლუტენი+მნიშვნელოვანია წყლის რაოდენობა.რადგან გლუტენი წყალში ღივდება(თუ ჯირჯვდება,როგორ ვუწოდო მომეხმარეთ) მაგრამ წყალში არ იხსნება ამიტომ თუ წყალი ბევრი მოგვიგა, გლუტენი გაჯირჯვდეება მაგრამ არ ეყოფა წყლის რაოდენობას.მგონი გასაგებად ვხსნი.ანუ,გლუტენი ჯირჯვდება და სჭირდება მხოლოდ იმ რაოდენობის წყალი რომ თვითონ ეყოს და აღარ დასჭირდეს სხვა გლუტენების მიმატება.როგორც მაგალითად ცომის დამუშავებისას ფქვილის დამატებაა ხოლმე საჭირო. მგონი ღირდა ეს ამხელა პოსტი ამად,დარწმუნებული ვარ ვინც გულიანად წაიკითხავს და მოამზადებს აწი ყველას გამოუვა პრიალა ხინკალი.ეს არ ეხება მარტო ხინკალს...
ახლა კი რეცეპტი:
ფქვილი- 1 კგ.
წყალი- 450 გრ.
კვერცხის ცილა-2 ც.(მთლიანად სითხის რაოდენობა არ უნდა გადასცდეს 500 გრამს).
მარილი-20 გრ.(გრუბად ვწერ ამ რაოდენობას,თვალის ზომით,არასდროს ამიწონია მარილი).
შენიშვნა:კვერცხის ცილა აუცილებელი ინგრედიენტი არაა,უბრალოდ ამით საქმეს ვიიოლებ და თავს ვიზღვევ .აქ დიდი ქვაბის ფუფუნება არ მაქვს და პატარა ქვაბში ერთად ვათავსებ დაახლოებით 15 ხინკალს.+ხშირად მრჩება ცილა და შესანიშნავი გასაღება გამოვუძებნე

.
ფქვლის შუაგულში გავაკეთოთ ჩაღრმავება.მარილი გავხსნათ ცივ წყალში.ფქვილის ჩაღრმავებაში ჩავასხათ კვერცხის ცილა და ნელ ნელა ულუფებად ჩავამატოთ წყალი.ვინაიდან საქართველოში უფრო მეტად ტენიანი ფქვილი იყიდება,წონაში მეტი რომ გამოვიდეს ამიტომო.ვაითუ მართლა ასეა და თუ ეს სიმართლეა ნაკლები წყალი იქნება საჭირო.ამიტომ ერთიანად არ ჩაასხათ წყალი.მიღებული მასა ერთმანეთს ფაქტიურად ვერ უნდა ეწებებოდეს.დაიწყეთ გადაზელვა და გლიადდინები დაიწყებს გაჯირჯვებას...გაჯირჯვებული გლიადინები,იგივე წებოვანა ნელ ნელა უფრო და უფრო მეტად შეწებების უნარიანი ხდება და იმ ფქვილის რაოდენობას რაც წყლის გარეშე მშრალად დაგრჩათ შეიწებებს ნელ ნელა.ბოლოს მიიღებთ ცომის არა მყარ გუნდას.რომელსაც საკვებ ცელოფანში მოათავსებთ და ცოტას დაასვენებთ,ცომსაც და ხელებსაც

.თუ გნებავთ მაცივარში მოათავსეთ,თუ არა და 30 იოდე წუთი დატოვეთ გარეთ.მერე კიდევ ერთხელ ენერგიულად გადაზილეთ.უკვე მყარ,ელასტიურ გუნდას მიიღებთ.თუ მეორე დღეს ამზადებთ ხინკალს წინა ღამეს მოზილეთ ცომი და მაცივარში დატოვეთ ღამით.გლუტენი უკეთესად გაჯირჯვდება და ელასტიურობას შეიძენს.თუ არა 1 საათიც ეყოფა ..ნუ კაი მაშინ 30 წუთი,თუ ძალიან ძალიან სასწრაფოდ გინდათ...მომიმზადებია და მართალია მაცივარ გამოვლილს ვერ ჯობია,მაგრამ არც ცუდია.
თუ მაცივარში შეინახავთ,გამოყენებამდე 30 იოდე წუთი გადაზელილი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე....სულ ესაა,იდეალური ხინკლის ცომი მზადაა.ერთადერთი მინუსი ამ ცომის გათხელებაა.პირობას გაძლევთ მეორე დღეს, მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა გეტკიებათ.
თუ გაუგებრად დავწერე რაიმე(ნუ ვეცადე მაქსიმალურად განმემარტა თვითოეული ეტაპი) მკითხეთ და გიპასუხებთ...ღამის ოთხის ნახევარზე დაწერილი ტექსტია და გრამატიკულ შეცდომებს ნუ შეიმჩნევთ.
* * *
rtuliრა დამთხხვევა და მეც ტოლმა მოვამზადეე...მიყვარს უზომოდ და უსაზღვროდ.
აჭარული ხაჭაპური მომინდა ამ შუა ღამისას

.უნდა გამოვაცხო ამ დღეებში...ქე დავემსგავსები მეც აჭარულს მერე

.მაგრამ ცომს მაინც არ ამოვაცლი,თუ აჭარულია იყოს ბარემ აჭარული,ან სულ არ შევჭამ...მე ცომიანი მიბოძეთ გეთაყვა

.
პ.ს. მე ხვალე დავდებ ფოტოს,გვიანია უკვე და მეზარება ფოტოების შემოყრა კომპში.