მე ვაკეთებ კარგ მუსს ცილებით. დაგიწერ, იქნებ მოგეწონოს -
მასალა:
2 კვერცხის ცილა
100 გრამიანი ჩ/ჭ შაქრის ფხვნილი
ამ ჭიქის ნახევარი წყალი
ვანილი თუ გიყვარს,
ლიმნის მჟავა -ჩაის კოვზის წვერით ან ლიმნის წვენი -1 ჩ/კოვზი.
მომზადება:
სანამ ბეზეს ათქვეფას დაიწყებ, შაქრის ფხვნილს დაასხი წყალი და დაადგი ჯერ მაღალ ცეცხლზე, რომ ადუღდება, დაუწიე, უნდა იდუღოს დიდხანს (მე ყავის მოსადუღებელ ჯეზვეში ვაკეთებ ხოლმე, ადვილი გადმოსასხმელია იქიდან).
ამასობაში დაიწყე ცილის თქვეფა. მიქსერით ამოიყვანე კარგი ბეზე, პრიალა, მიქსერი ლამაზ ფიგურებს რომ ხაზავს, ისეთი. გაუკეთე ვანილი და ლიმნის მჟავა (წვენი).
ვაჟინი (სიროპი) პერიოდულად უნდა გადაამოწმო- ფიალაში ჩაასხი ცივი წყალი და ჩააწვეთე ვაჟინის რამდენიმე წვეთი - ეგრევე უნდა იქცეს კარამელის ბურთულებად. წყლიდან რომ ამოიღებ, პლასტელინივითაა, შეგიძლია ფორმაც კი მისცე

, ხოოდა აი, ამ კონდიციაში რომ მივა კარამელი (არ უნდა გამუქდეს, სულ ოდნავ შეიცვლის ფერს, მაგრამ აუცილებლად უნდა ქმნიდეს ფიქგურებს წყალში ჩაწვეთებისას), აიღე და ძაალიან წვრილი -ასანთის ღერის სისქეზე რომ გადმოდინდება ჭურჭლიდან, ისეთი დინებით შეათქვიფე ბეზეს ისევ მიქსერით, კარამელის ამოწურვამდე (მასა ზომაში იმატებს, ამიტომ ცილების თქვეფის დაწყებისას ეს გაითვალისწინე, შესაბამისი ჭურჭელი რომ აიღო).
მიღებულ მუსს ჩადებ ლამაზ ჭიქებში და მაცივარში შეინახავ. შეგიძლია გააფორმო შოკოლადის, "პეჩენიის" ან ვაფლის ნატეხებით, ხილით, მოხალული ნიგვზით, თხილით და ა.შ ეგ უკვე შენ იცი. . .მუსი მოხარშულია და კარგად ინახება.
ტორტის გაფორმებაც შეგიძლია გარედან ამ მუსით- ფიგურები ფორმას მშვენივრად ინარჩუნებენ, არც ხმებიან.
* * *
garfield1
კი კი, ეგეც მასწავლეს

და უგემრიელესია!!! განსაკუთრებით, თონეში რომ აცხობენ, ლორის გემოსთან ერთად ცომსაც რომ ბოლის არომატი აქვს, ქვედა წვეროებში ცოტა მეტად შებრაწული და ზოგან ლობიოს გული რომ იწყიტება შიგნიდან