rtuliამ შუაღამისას მოვედი კალმახის ჭამის,ვაკონკრეტებ ჭამის და არა მომზადების ხასიათზე

.თევზი 7 დღიდან 7 დღე რომ მივირთვა არ მბეზრდება.
მაკლიაველისიმართლე რომ გითხრა,არასდროს მომიზმადებია კიევური კატლეტი.სულ მაინტერესებს როგორია (არც მიჭამია),მაგრამ ზეთში რომ არ ვწვავ რაღაცებს რატომღაც თავს ვიკავებ.ღუმელში რომ ვცადო ეგ აქამდე არ მომსვლია თავში აზრად და აი ვცდი ერთი.
MasterJCმაშინ გეტყვი ჩემი და თევზის მეგობრობის ამბავს,მხოლოდ ორაგულთან და კალმახთან ვმეგობრობ ძირითადად.
საერთოდ არ მიყვარს ზედმეტი რამეები დამატება ორაგულზე,რაღაც სუნელები და მთელი ამბებით რომაა(ესეც ვცადე და არ მომეწონა,თევზის გემო დაიკარგა).
კონკრეტულად ეს კი ასე მოვამზადე.
ორაგულის ფილე-500 გრ.
ლიმონი-1 ცალი.
ნიორი-1 კბილი.
მწვანე წიწაკა-ნახევარი(საშუალო ზომის წიწაკიდან)
სტაფილო -ნახევარი.
კამა 10-15 გრამი.
პილპილი(ახალდაფქული) -გემოვნებით
მარილი (მსხვილი ზღვის მარილი)-გემოვნებით.
ოხრახუში ისე მივუდე სილამაზისთვის,არაფერი არ გაუკეთებია

.
აღარ მქონდა შავი პილპილი და თეთრი გამოვიყენე.
ორაგულის ფილე დავყოთ 4 ან 5 თანაბარ დაწილად(მე ეს უკვე დაყოფილი ვიყიდე).ლიმონს ჩამოვაჭრათ 6 სიფრიფანა რგოლი,რომლებსაც შუაზე გავჭრით.ორაგულის თითოეული ფილე ოდნავ ჩავჭრათ სამგან.მსხვილი მარილი და პილპილი კარგად შევაზილოთგაჭრილებში ჩავუდოთ ლიმონის სიფრიფანა ნაჭერი+კამა.ზედ დავადოთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო,ნიორის ფირფიტა და წიწაკა(მე თითო -თითო ფირფიტა დავადე და ისე მომეწონა აწი მეტს დავადებ ხოლმე).ბოლოს მოვაწუროთ ლიმონი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 მაქსიმუმ 15 წუთი.დიდი დრო არ სჭირდება,პირიქით გამოშრება ზედმეტად.ასე მომზადებულს გარნირად კარტოფილის პიურე+ბროკოლის სხვადასხვა ვარიაციებს ვუმზადებ.თუ რომელიმე სოუსით ვაკეთებ,(ხშირად ვაკეთებ თეთრი სოუსით) მას უკვე მხოლოდ მარილ+პილპილ+ლიმონის წვენით ვწვავ ღუმელში.მერე თეფშზე ზემოდან ვასხავ თეთრ სოუსს და ამას უკვე გარნირად მხოლოდ სალათის ფოთლების სალათს(რაც შეიძლება მარტივად) ვუმზადებ.სოუსი ავსებს და აღარ სჭირდება სხვა რამეები.ნუ თევზი ისე მიყვარს ხან რას ვუკეთებ ხან რას,ასე რომ ეს რათ უნდა და ის რათ უნდა ამ შენიშვნას არ მივიღებ

(არა თავმდაბალი სმაილი).
* * *
bohiko

კარტოფილის პიურე.ასე ძალიან არ გავს პირეეს?
* * *
MasterJCწუწინას პიცას თუ იწინებ,გამოდის ჩემსას სულ არ გამოეყოფა თავი აქ.ხოდა აი დავდებ შენს ჯიბრზე
