მკარონისსიმო!ანუ, კოვიდ-ინსპირირებული გასტრო-იმპროვიზაციები.
ინგრედიენტები:
1. მაკარონი - ნახევარი შეკვრა;
2. ხახვი - 1 მცირე თავი
3. სტაფილო - 1 ცალი
4. ზეთი - 2,5 ს/კ
5. მარილი და რამე-რუმე გემოვნებით

ცხელ ტაფაზე ვასხამთ ზეთს, ცოტა ხანში კი , მოზეთილ ტაფაში ვყრით მაკარონს.
ცეცხლი უნდა იყოს დაბალი და არა მოგიზგიზე.

ამის შემდეგ ფრიად საპასუხისმგებლო ეტაპი დგება - მაკარონს ინტესიურად უნდა ვურიოთ კოვზით და ასეთ დრაივში უნდა მივიყვანოთ იგი თითქმის მოხალულ მდგომარეობამდე.
აი აქ კი გამოგვადგება ის ხახვი და სტაფილო თავიდან რომ ვახსენებთ (და ვაჩვენეთ)
ჩავყაროთ ხახვი და სტაფილო. ტაფაში.

და გავაგრძელოთ კოვზით ამ ყველაფრის მორევა. ასე თანდათან მაკარონი მოიხალება, ხახვი და სტაფილო კიდევ მოითუშებასავით ... თუ რაღაც მაგადაგვარი.

გზის ნახევარი (კუჭის გახეთქვამდე) უკვე გავლილია.
მოხალულ-მოშუშულ მასას ვასხამთ წყალს. სასურველია წყალი ანადუღარი იყოს (და თხევადი).
ბევრი არა, აი იმდენი რომ ეს მასა დაიფაროს.

ახლა შეგვიძლია ცოტა ცეცხლსაც მოვუმატოთ და სიტუაცია ავათუხთუხოთ.

თუხთუხის სტადიაზე, გემოვნებეითი ინგრედიეტების დრო დგება - მარილი, წიწაკა, ხმელი სუნელი, ვერცხლი წყალი ... რაზეც ფანტაზია და შესაძლებლობები გეყოფათ, ყველფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ჩვენს შემთხვევაში, მხოლოდ მარილი დავამატეთ მცირე დოზით, რამეთუ კოვიდ-იზოლაციაში რესურსს-შეზღუდულ ყოფა გვაქვს (ნატირები).
არ დაგავიწყდეთ ტაფისათვის თავზე დახურება (კარგი გაგებით).
წყალი აორთქლდება (ჩაშრება ზოგს გონია), მაკარონი მოიხარშება, ხვავ-სტაფილო მოირაღაცას იზამს და ეგაა - მაკარონისიმო მზადაა.

საწებლები გამოყეება რეკემენდებულია.
პური არა.