ValenTine_Kellyესეიგი
სოფლის თავში დათხურს ეძახიან, ბოლოში ხავიწს.
თუშური საჭმელია, წააგავს ფშავლების ხაჭო-ერბოს, რომელიც დამბალი ხაჭოსგან კეთდება, მაგრამ ისეთი საოცარი სურნელება არ აქვს. (მე არ მიჭამია დამბალი ხაჭო, უბრალოდ, გაგებული მაქვს რომ არსებობს).
გვჭირდება:
* დაბოყრინებული ხაჭო
* ერბო
* რამე რკინის ტაფა, რომელსაც ლითონის კოვზი და მერე სახეხი არ აშინებს (და საერთოდაც ოჯახში ერთი სფეშალ ტაფა უნდა იდოს ამისთვის)
როგორ მივიღოთ დაბოყრინებული ხაჭო?
გვჭირდება:
კარგი, მშრალი, ფაშარი, გლეხის გაკეთებული, მშრალი ხაჭო.
მარილი
ვურევთ მარილს და ხაჭოს, გემოვნებით, ვყრით ემალის ჯამში ან ქვაბში და ვაფარებთ მარლას, ვდგამთ სადმე არცისე ცივ და არცისე ცხელ ადგილას რამდენიმე დღე, სანამ ოდნავ, ვიმეორებ, ოდნავ(!) სუნი არ ექნება.
თუ დაბოყრინებული ხაჭო დიდხანს (1 კვირამდე) გვინდა შევინახოთ, გუნდები უნდა გავაკეთოთ. იმერული ყველისმსგავსი ფორმის , პატარები, თეფშზე ოთხი ცალი რომ დაეტიოს, ისეთი, ვაფარებთ მარლას და მაცივარში ვდებთ.
მომზადების პროცესი
ვაცხელებთ ტაფას, ვყრით ხაჭოს, ვამატებთ ერბოს, ვურევთ-ვურევთ-ვსრესთ, სანამ მთელი ეს მასა არ გაიშლება, გათეთრდება, გათხელდება და გაწელვადდება.
მცირე შენიშვნა: თუ გაწყალდა, არ გაიწელა და საერთოდაც არაფრის გემო არ აქვს, ა) თქვენ ძალიან ცუდი ხაჭო შემოგაპარეს ბ) დაბოყრინება აკლია
კატეგორიული შენიშვნა: თუ მართლა გინდათ გემო გაიგოთ, ჭამეთ პირდაპირ ტაფიდან, ცხელ-ცხელი, შოთის პურის ყუით. თეფშზე გადმოღებული არის საცოდაობა. ჩანგლები არ დავინახო!
მე რა ფოტოც დავდე,ისაა დათხური,ანუ ხავიწი
__________
ეს კი არის დამბალხაჭო,უკანფშავიდან

ეს კი დამბალხაჭოთი მომზადებული ხაჭოერბო

ამისთვის საჭიროა რამე სქელძირიანი,თუჯის თუა,მთლად უკეთესი,ტაფა
მომზადება
დამბალხაჭოს დათლი და ჯამიკაში მოაგროვებ,დაასხი ცოტა თბილი წყალი,არა მდუღარე.
ამასობაში დაბალ ცეცხლზე შემოდგი ტაფა და 1 კოვზი ერბო ჩაახეთქე შიგ,დაუნანებლად. ოღონდ ვიტამი და ეგეთი ერბო არ გამაგონო!
როცა ერბო გალღვება,სურვილისამებრ შეგიძლია შოთი პურის ნატეხები ჩააყარო,ან თუ არ გინდა,მაშინ იმ დათლილ დამბალხაჭოს გადაუწურე წყალი და ჩააპირქვავე ტაფაში,თან სულ ურიე,რომ არ მიიწვას და კარგად გალღვეს. ერთიან მუქ მასად რომ გადაიქცევა და კაარგად ამოიწელება,ე.ი მზადაა. ამოაწე პურის ყუა და მოიდგი გვერდით არყიანი სტაქანი ^_^
_________
კუსერბო
კუსერბოც ერბოთი მზადდება და მთავარი ინგრედიენტი არის კუ

საჭიროა:
* ერბო
* კარტოხა/კარტოფილი
* ყველი
მოხარშული და მერე დაჭრილი კარტოფილი იყრება დუღებულ ერბოში და ემატება დახეხილი ყველი
კუ შეგიძლია სკამქვეშ დაისვა და ბალახი მიუყარო
კუსერბოს ფოტო არა მაქვს

___________
თითქმის იგივენაირია სვანური თაშმჯაბი,იგივე შუშა,იგივე კარტოფილის ელარჯი
ანუ,მოხარშული კარტოფილის პიურეში ამოზელილი ჭყინტი,ახალი ყველი.
ამას არაფერი შეედრება,დამიჯერეთ!
___________
არის კიდევ ესეთი კერძი - კეცეული. კერძი რა,ხევსურეთში აცხობენ ხაჭაპურს,დამბალხაჭოთი,ხორცით,კარტოფილით,ყველით,მხლით
_________
ამეებს თუ შეჭამ დილას 2 ლუკმას,ისეთ ხოდზე იქნებით,მთებს გადადგამთ!
მთებს თუ გადადგამთ კიდე,არც სიგანეში წახვალთ! :*
* * *
ერბოც მაქვს და ხაჭოერბოც
თქვენ წიწაკა წამოიმძღვანიეთ,ზეთში და მანდარინის მურაბასაც დაგაყოლებინებთ უდისციპლინო ჭაჭასთან ერთად

სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет