ძალიან მარტივ რეცეპტს დავდებ.
მართალია ფერმის კალმახი და ველური ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან გემოთი, მაგრამ შინაურიც გემრიელი გამოვა ასეთი მომზადების წესით.
დაამარილეთ და პილპილი აუცილებლად, ერთი ღამით შეინახეთ მაცივარში.
ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი, არავითარი ფქვილი, ამოვიდა ერთი და იგივე, ხომ ასეა?
ზეთი იმდენი უნდა იყვეს რომ ტაფის ძირი დაფარული იყვეს და ხშირად გაამოძრავეთ, რათა არ მიეკროს.
გასუფთავებული კალმახი დაბრაწეთ ორივე მხრიდან ისე, რომ დაგრჩეთ დრო, სანამ ხახვი მოითუშება.
ხახვს როცა ჩააყრით, ტაფას თავსახური დაახურეთ.
სულ რაღაც ნახევარ საათში მაგარი რამე გამოგივათ.
ნუ, თეთრი ღვინო, ან ლაგერი ლუდი ლიმონთან ერთად, მისწრებაა ამ კერძზე.
პ.ს. ესენი ჩემი დაჭერილებია.

