trueman - კიდე უარესია მე საერთოდ არ მომწონს , შეკვრა ვიყიდე და ნეტა შპატენი მეყიდა .

ფარშირებული პომიდორი
ხორციანი ფარშისთვის დაგჭირდებათ:
• 250 გ საქონლის ან შერეული ფარში
• 1 თავი ხახვი
• 2 კბილი ნიორი
• 2-3 ს.კ მოხარშული ბრინჯი
• მარილი და პილპილი
• რეჰანი, ოხრახუში ან ქინძი (შეიძლება სამივეც, ცოტ-ცოტა)
• ცოტაოდენი გახეხილი ყველი
სამარხვო, ბრინჯიანი ფარშისთვის:
• 100 გ გრძელი ბრინჯი
• 5-7 ცალი ქამა სოკო
• 1 თავი ხახვი
• 1 პატარა კონა ოხრახუში
• მარილი და პილპილი
მოამზადეთ 6-8 საშუალო ზომის პომიდორი. მოაჭერით თავი და კოვზით ამოუღეთ გული.
1-ლი ვარიანტი: უკვე გატარებულ ხორცს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ან გატარებული ხახვი, ნიორი, მწვანილი და მოხარშული ბრინჯი. შეაზავეთ მარილით და პილპილით. მიღებული მასა გაანაწილეთ პომიდვრებში, თაფზე მოაყარეთ გახეხილი ყველი, ჩაალაგეთ მსუბუქად ცხიმწასმულ ფორმაში და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთი.
მე-2 ვარიანტი: ბრინჯი წინაწსარ მოხარშეთ, გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. სოკო და ხახვი დაჭერით, მაღალ ცეცხლზე მოშუშეთ ზეთში (სასურველია ზეითუნის, რადგან განსხვავებულ გემოს აძლევს). მოშუშულ სოკოს შეურიეთ ბრინჯი, დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. ამოავსეთ ამ ფარშით პომიდვრები და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე, დაახლოებით 10-15 წუთი, რათა ყველა ინგრედიენტი თანაბარ ტემპერატურამდე მივიდეს.
რადგან ამ კერძში ფარში უკვე მომზადებულია, შეგიძლიათ ღუმელში არც შედგათ და პირდაპირ მიირთვათ
ის არის ბრძენი ვინც გზას ინათებს, შეცდება, მაგრამ ეძებს სიმართლეს, და ვინც არ არის ამის მსურველი, იცავს
შეცდომას არის სულელი !!!
Hans Theodor Woldsen Storm
LIFE'S TOO SHORT TO DRINK CHEAP BEER !!!
Save Water Drink Beer !!!
"Lovely day for a GUINNESS ''