დაგემოვნებით ესე გამზადებული მოგართვან თბილისში არ გამოვა, ყიდვითაც ძალიან იშვიათად თუ შეხვდები
ისე:
გომბორი-თელავის გზაზე არის ცივი ხევი რესტორანი და იქ აკეთებენ
ასევე ყიდვა თუ გინდა თიანეთიდან თუ გყავს ვინმე მოჰკითხე, ახმეტის ბაზარშიც იშოვება, ასევე ზოგადად ფშაველი თუ ვინმემ გყავს მოჰკითხე შეიძლება რამე გზები გამოიძებნოს
ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ისე თბილისში, ოჯახში...
ერთი დამბალ-ხაჭოთ გამანადგურებელი მყავს სახლში და ჩამოაქვთ ხოლმე ლაფანყურელი ახლობლები გვყავს ბევრი...
ჩამოაქვთ ხოლმე რამდნენიმე კვერი და ვიზოგავთ

სტუმრადაც წაგვიღია პურ-მარილი იმათი დამბალხაჭო ჩვენი, ყველაფერი რომ მობეზრებული აქვთ და ეს ენატრებათ

ასე რომ თუ გყავს ნაცნობები თბილისშიც ადვილად შესაძლებელია მომარაგებული
გაკეთებას რაც შეეხება მეუღლის რეცეპტი ასეთია (ჩემზე მეტად უყვარს დამბალ-ხაჭო მგონი და კრემივით გამოსდის ):
აიღებს კვერს, ზოგი მეტადაა დამბალი, ზოგი ნაკლებად, შემოაცლის გარშემო ობს (ისეთი იდეალურიც მოუტანიათ კანიანად რომ უნდა გაგეკეთებინა), და ამ ობ შემოცლილ კვერებს გახეხავს სახეხზე (გახეხვა იმიტომაა კარგი რომ მაინც მთელი უნდა აირიოს ერთმანეთში და თხელი ნაჭრების "გადნობაც" კი შედარებით რთულია...
ამ გახეხილ მასას დაასხამს ცოტა წყალს, ძალიან ცოტას და დადგამს ცეცხლზე..რო დაიწყებს უკვე დნობას ურევს-ურევს კარგად სანამ ერთ მთლიან მასად არ იქცევა, თან ერბოსაც უმატებს თანდათან... (თუ ძალიან არის დამბალი კვერი სიმწარე რომ არ შეყვეს ცოტა ფქვილს "მოუკიდებს" ხოლმე, ასევე ძაააააალიან ცოტა საჭმელი სოდა უფრო ფაფუკს ხდის კრემივით) და ბოლოს უკვე ამ ერთიან მთლიან მასას ჩაუდებს ხოლმე ნახევარ ძააააააააააააალინ დიდ ნაჭერ ერბოს
გამოდის ძალიან გემრიელი, ფაფუკი და ნოყიერი, რა თქმა უნდა მალე ცივდება და სანამ ცხელია უნდა ჭამო თორე მერე თეფშიდან თუ აფხეკავ

მეც მიყვარს მაგრამ ის გიჟდება, მე უფრო შერეული მომწონს დამბალ-ხაჭოსი და ახალი ხაჭოსი
+არაყი აუცილებელია
This post has been edited by Nobodys Fault but Mine on 20 Oct 2014, 14:19