სხვებიც ამ თემიდან, ვინც იმყოფებით შტატებში და მოგიწიათ ჩრდილო-დასავლეთისკენ ჩამოსვლა, მაშინვე შემატყობინეთ.
ან საქართველოდან, ევროპიდან და ა.შ.
კაი ხალხი ხართ ბიძიებო თქვენ.
დღეს ქაბაბის "დაბერებული" ფარში, რომელიც ხინკალის შემდეგ მოვიტოვე, ნაკვერცხალზე და შამფურებზე შავწვი, ბლის შეშაზე.
ლავაში გვაქვენ, კოწახური აღარ მქონია.
მაგრამ მაინც ბომბა რამე გამოვიდა.
სურათებს ხვალ მოგართმევთ, მანამდე კაი რამეები არ გეშლებათ თქვენ და დაუშვით მძიმე ლუდები.
პ.ს. სურათები კამერაში მაქვს, მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ, თავი მგონია გაზის კამერაში./პოლიტიკის განყიდან ეხლა გამოვედი, საგიჟეთია იქ./
ჩუქჩას ვემსგავსები ამ კომპის ყურებისას, თვალები მიწვრილდება კატასტროფულად.
წავედი და ხვალ გეახლებით.
არ მოიწყინოთ და ნამეტანი არ "დათვრეთ" ლუდით.
დროებით.