ხორხეკი, მრავალჯერადია.
როცა დაიცლება/ჩემს ხელში მალე იცლება

/ მიგაქვს იგივე მარკეტში და ახალს გაძლევენ.
თუ გადაწყვიტე რომ ლუდს აღარ დალევ/ ღმერთმა დამიფაროს

/ კონტეინერის იმ 20$-ს უკან დაგიბრუნებენ.
შევალ ამ დღეებში მაგათთან და გაჩვენებთ რა და როგორ არის.
* * *
წინა თემაში დავდე ეს სურათი შებოლილ თევზეულთან და მინიშნება გავაკეთე, ეს ლუდი არ დალიოთთქო.

ასეთი რამე მომიხდა ამის გადამკიდე.
მეორე ვარიანტი აქვს მაგ კომპანიას, ის ლაგერია, ვერცხლისფერ ქილაში.
8,1% აქვს ალკოჰოლი, დასპირტულია.
მომიწია პარასკევს საღამოს ბლომად "დადება" და შაბათს დილით მაგარი ფინთათა ვარ.
გავედი ავტო ფარეხში, სადაც ჩემი მაცივრები მაქვს და ლუდი არ არის.
მეთქი წავედი სახლიდან.
თევზაობაზე ვაფრენ.
გზაში შევიარე პატარა მარკეტში, აღარ დავუკვირდი და ეგ ლუდი ავიღე 6 ქილა.
კილომეტრ ნახევარია სასიარულო ტბამდე.
შევედი და მოვიყუდე ერთი, მივაყოლე მეორე, თევზის დაჭერა არ მიჭირს, დასანახად ვერ მიტანენ იქ როცა მივდივარ.
მესამეზე შევატყვე რომ ვერა ვარ ისე, როგორც საჭიროა.
მაბარბაცებს.
მეთქი უნდა ავახვიო აქედან.
ძლივს გამოვედი პარკინგზე.
დავურეკე მეუღლეს, მეთქი მამაშენი გამოიყოლე და ჩამომიტანეთ სახლში.
რაღაცა შტერობა ლუდი დავლიე და დამანგრია ამის მომგონიცთქო.