ხვალ კუბდარი და დაკეპილი ხინკალი გვექნება, გაამზადეთ პორტერები.
დღეს მოვამზადე ფარში.
ნახევარი შველია, ნახევარი ბურვაკი, მივაყარე რაც საჭიროა ფარშს, დილისთვის ცომი გაფუვდება და დავცხოთ.
სურათები თავისთავად.
პურმარილი ჩემზეა, ლუდი თქვენზე.
* * *
UNEEKნანადირევი მიგაგქვს და ამუშავებინებ თუ შენ თითონ?
აქ 65 დოლარს იღებენ. ჩემი მაყალი გაზზეაbiggrin.gif შეშის რა ძვირფასიაup.gif
ნადირობა მხოლოდ გასროლა არა არის.
თავისი წესები აქვს ყველაფერს.
რომ მოიპოვებ, თავად უნდა მოუარო ყველაფერს.
პატივი უნდა სცე ბუნების საჩუქარს.
მაგაშია მუღამი.
მარტო მიწევს ნადირობა და ბევრი "შტერობა" მაქვს გაკეთებული.
მოვყვები მომავალში.
წარმოიდგინე და ნიჩაბი მიმაქვს ხოლმე, როცა ცხოველზე გავდივარ, რათა ნარჩენები დავმარხო და სხვა ცხოველების სათრევი არ გახდეს.
აქაც არის გარემოს დაცვის დეპარტამენტში განყოფილება, სადაც ყასაბი ჰყავთ, რომელიც დაგირბილებს ნადავლს, სოსისებს გააკეთებს და ა.შ.
არ გაიშვას ამათი გაკეთებული, ამათ პირის გემო არა აქვთ.
მაყალისთვის შეშას ადვილად ვშოულობ, თუნდაც ბუხრისთვის.
მშენებლობაზე ვმუშაობ და ბლომად ხის ნარჩენი რჩება.ეს ბუხრისათვის.
სამაყალედ კიდევ, გვიწევს ხეების მოჭრა, როცა ახალ სახლს ვაშენებთ, ან მიშენებას.
მე კიდევ ვერავინ დამასწრებს, რა რისთვის უნდა გამოიყენო.