Yojikკაი შორსა ვართ ერთმანეთისგან.
ჩემიდან NY-მდე 5 000 კილომეტრია.
UNEEKსიგარებზე უნდა მოვყვე ერთი ამბავი.
SF-ში სამუშაოდან გამომდინარე, ბევრი ემიგრანტი მიცნობდა.
უმეტესობა ყოფილი საბჭოეთიდან წამოსული ებრაელი იყო.
კაი ფულის პატრონები და მაგათ კიდევ გემოვნებას ვერ დაუწუნებ.
თავიდან ის რესტორანი იყო ბრადიაგების და ბოზების თავშეყრის ადგილი.
შავები ნარკოტიკს ყიდიდნენ, საჭმელი იყო ნაგავი, მომსახურება ზერო.
შევცვალე ეგ ყველაფერი.
ადგილობრივ გაზეთში, რომელიც ღრუსულ ენაზე იბეჭდებოდა, გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომ ახალი მენეჯმენტი გვყავს, სამზარეულო გავამრავალფეროვნეთ, შეიცვალა შეფ მზარეული და მომსახურე პერსონალი, იკრძალება ბოტასებით და შემოფხრეწილი ჯინსებით შემოსვლა და ა.შ.
დაიწყო ნორმალურმა ხალხმა მოსვლა.
ყოფილა ქორწილები, რომელზეც ფლორიდიდან, NY, NJ, ფილადელფია, ბოსტონი, ჩიკაგოდან ჩამოდიოდა ხალხი.
სადღაც ორ თვეში ფეხზე დავაყენე ბიზნესი.
მანამდე რუსები იყვნენ ოფიციანტები.
ამოვკარი ჭიტლაყი იმ ბრადიაგებს და უკრაინელი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები შევარჩიე.
გამიცნო ხალხმა და ყველა კმაყოფილი იყო.
თავიდან გაუჭირდათ "თიფსების" გადახდა, მაგრამ შანსს არ ვუტოვებდი, ყველაფერი მქონდა ხუთიანზე აწყობილი.
დამიახლოვდნენ კლიენტები და მოჰქონდათ საჩუქრად სიგარები და სასმელი.
ჯერ მარტო კონიაკის, ბრენდის, არაყის, ტეკილას და ვისკის 80-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის განთქმული ბრენდების სასმელი დამიგროვდა.
სიგარებმა 40-ს გადააჭარბა.
ორეგონში როცა წამოვედით, ვინ შემატანინებდა ამდენ სასმელს ლაინერში, თან ათასი ხარახურა მოგვქონდა.
ვიქირავე უჰაულის თრაკი, გამოვძეძგე ბოლომდე და შემოუბერე ჩრდილოეთისკენ.
ადრე კაი ხოშიანად ვაბოლებდი.
ერთ დღესაც, მეთქი აღარ მოვწევ სიგარეტს.
მეუღლე ბედნიერებისაგან დაფრინავდა.
ერთხელაც გავხსენი ფრანგული კონიაკი და მეთქი სიგარას გავაბოლებ ბაღში.
გადავატრიალე მთელი სახლი და ვერ ვიპოვე სიგარები.
დავურეკე მეუღლეს და მეთქი სად შეინახეთქო.
უი, შენ ხომ აღარ ეწევი, ავიღე მაშინ და ნაგავში გადავყარეო.
ბნედა და ისტერიკა ერთდროულად დამემართა.
This post has been edited by elchi on 26 Nov 2014, 18:30