კაი.
ერთ ამბავს კიდევ მოვყვები.
ეს ადრე დავწერე და მერე სხვადასხვანაირად გავრცელდა, არადა სიმართლეა.
ამ ინტერნეტის გადამკიდე, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.
ადრეც ვთქვი, ოპერაში, თეატრში და ბალეტზე ხომ საერთოდ, ეგეთ ადგილებს არ ვეკარები.
კაი თოფი, სპინინგები, კარავი, საჭირო აღჭურვილობა, ტყე-ღრე, მდინარე, ტბა და მისი ჯანი.
მოკლედ, ისეთ ხალხს დავუახლოვდი, ვინც ჩემნაირად "აფრენდა", ანუ ჩიტირეკიებს.
ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი და ახალი მეგობრებიც შევიძინე იმ კუთხეებიდან ინეტის საშუალებით.
ერთ კონკრეტულ შემთხვევას მოგიყვებით.
სკაიპზე ჩვენნაირმა რა უნდა აჩვენოს ერთმანეთს?
ან თოფი, ან სათევზაო მოწყობილობა, ან კიდევ ოთხფეხა მეგობარი.
სახელს შევცვლი, წაკითხული აქვს ეს ისტორია და თუ გნახე სადმე, ჟაკანს გესვრიო.
მაჩვენებდა ეკრანზე ხბოს ხელა დრათჰაარს, რომელიც მხოლოდ ერთი წლისა იყო.
რასაც ეუბნებოდა, ყველაფერს უჯერებდა ეს ცუგრია.
"ადექი-დაჯექი-დაწექი-დაიძინე" და ა.შ.
ჩამოვედი, მოვრჩი ოჯახის მონახულებას და ავგლიჯე იმერეთში, კერძოდ ქუთაისში.
იხვის სეზონი გვაქვს.
ჯერ მომკლეს იმერული ჭყამპალა ღვინით.
მგონია უთენია გავაღვიძე ძმაკაცი და წავედით გვიგვიანდებათქო.
მეიცა ბუჯო, ერთი საათის წინ დავწექითო.
იმ ღამეს სამჯერ გავაღვიძე, ჰარიქა ვაგვიანებთო.
ბოლოს მობეზრდა ეტყობა და წავედითო.
ჩავედით ფოთში, შევედით ჭაობში, თფუი ბლიად, რა იყო ეს?
როკია ვერ ისვენებს, ასე ჰქვია იმ დრათჰაარს.
ჩავჯექით ლელებში და ველოდებით იხვების გადაფრენას.
წამოვიდა 3 საათის ლოდინის შემდეგ სამ იხვიანი "გუნდი".
ასე თუ ისე სროლა მეხერხება.
დავუშვი და წამოვიდა მამალი ხაზარულა თავდაყირა წყალში.
ამ დროს სხვამაც ისროლა იგივე მიმართულებით ჩვენგან 50-60-მეტრის მოშორებით.
გაეშვა როკია წყალში კრეისერივით, დაანგრია იქაურობა.
იმათ ვინც სხვა მხრიდან ისროლეს, კოკერ სპანიელი შეუშვეს წყალში.
უახლოვდება როკია დაჭრილ იხვს და ავთიამ დასჭექა, არაა მაგი ჩვენი მოკლული, გამეეთრიე უკანო.
მივიდა როკია იხვთან, დასცხო საპატიო წრე და წამოვიდა ჩვენსკენ.
ვგრძნობ რომ თავ-კონტროლს ვკარგავ.
ბჯოო, მე ჩამოვაგდე ეგ იხვი, რატომ არ გამოატანინეთქო?
მეიცა თუ ძმა ხარ, ვნახოთ იგინი რას იტყვიანო.
გამოიტანა იმ გასაცოდავებულმა სპანიელმა თავისზე დიდი იხვი და მიუტანა პატრონებს.
მოვიდა ის ორი კაცი და მოგვიტანეს ნადავლი.
თქვენია ძმებო ეს ხაზარულა, თქვენი გასროლიდან არის მოპოვებული, თქვენ გეკუთვნითო.
შევხედე და ვიცანი სახეზე, მაშინ პარლამენტი თბილისში იყო, ესენი კიდევ წარამარა TV-ში იყვნენ გაჭედილები.
ნუ მადლობა თავისთავად, მაგრამ მერე მოხდა ცირკი.
ავთიეს შესთავაზეს კაი მოზრდილი თანხა, მოგვყიდე ეგ ძაღლი, რა მაგარი ჭკვიანი ყოფილაო.
ასწიეს სადღაც 2K-მდე.
ვუყურებ ამ ყველაფერს და ვერ ვხვდები რა ხდება.
ავთიემ გაფშიკა ფეხები და მონადირე თავის გააზრდილ ძაღლს არ ყიდისო.
დაგვემშვიდობა ის ხალხი და წავიდნენ.
წამოვჩოჩიალდით ქუთაისისკენ, ჩავადგით იხვუნია ბუღლამის რეჟიმში და ამასობაში დრო ვიხელთე.
ბუჯო, რა სჭირს ამ ძაღლს უნდა მითხრა, თორემ გლახათა ვარ.
2 000$-ად კაი დანჯღრეულ მერსედეს იყიდიდი, ან გამართულ 06-ს.
-"დებილია" გიო, ყველაფერი ვასწავლე, მაგრამ ნადავლის მოტანა ვერაფრით.
მივა ჩამოგდებულ ფრინველთან, შემოუვლის გარშემო და მერე მიდგება გვერდით ვატიკანის შვეიცარიელი მცველივითო.
რომ მიმეყიდა იმათთვის, მოგვძებნიდნენ ის შობელძაღლები და ათი მაგდენს გადაგვახდევინებდნენ.
მეცოდება, რაც არ უნდა იყვეს, ჩემი გაზრდილიაო.
პ.ს. ცხვარი რომ "აუფეთქდათ" ეკლესიაში, იმ ხალხსაც პირადად ვიცნობ.
მერე მოვყვები იმ ამბავს.